გსურთ, დაიწყოთ მაინკრაფტის გამოყენება?
თქვენ დაგჭირდებათ Office 365 Education-ის ანგარიში. თუ საჯარო სკოლაში მუშაობთ, თქვენთვის უკვე შექმნილია ეს ანგარიში (teachers.gov.ge, students.gov.ge), თუ კერძოში, სკოლას შეუძლია რეგისტრირება.
1. ინსტალაცია
პირველი ნაბიჯი მაინკრაფტის საკუთარ კომპიუტერზე ინსტალაციაა. საგანამანათლებლო ვერსია მხოლოდ კომპიუტერზე და iPad-ზე მუშაოობს. ტელეფონს მისთვის ვერ გამოიყენებთ. ყველაზე კარგად Windows 10-ს ეწყობა, ამიტომ გადაამოწმეთ, რომ თქვენი ოპერაციული სისტემის გამართულობა.
ამასთან, დაგჭირდებათ Office 365 Education-ის ანგარიში.
თუ ხართ საჯარო სკოლის პედაგოგი, უკვე გაქვთ ანგარიში teachers.gov.ge და თუ აქ გაიავლით რეგისტრაციას და დააფიქსირებთ სურვილს მაინკრაფიტს სასწავლო პროცესში გამოყენების შესახებ, ორი კვირის განმავლობაში მიიღებთ შეტყობინებას ლიცენზიის გააქტიურების შესახებ.
თუ კერძო სკოლაში ასწავლით, სკოლა შეძლებს თქვენს დახმარებას. მათ შეუძლიათ თავად გაააქტიურონ Office 365 Education უფასოდ, რომლის ანგარიშებითაც შეძლებთ მაინკრაფტი სატესტო, დროებითი ლიცენზიის მიღებას. თუ სკოლას დასჭირდება დახმარება, მოგვწერონ ჩვენ.
2. დაიწყე შენება
ინსტალაციის შემდეგ ძალიან სწრაფად შეიგიძლია შენების დაწყება. სულ ორი დავალების შესრულება დაგჭირდება:
3. გადახედე რესურსებს
ჩვენს საიტზე უამრავ საინტერესო რესურს ნახავ: ვიდეო ინსტრუქციები, რჩევები, ტრენინგების და ვებინარების ჩანაწერები, ონლაინ კურსები. განსაკუთრებული დრო კი დაუთმეთ კომპლექსურ დავალებებს, რომლებიც თქვენთვის თქვენმავე კოლეგებმა შექმნეს და შემდეგ თავიანთ კლასში განახორციელეს.
4. შეუერთდი კოლეგებს
შეუერთდი ღია Facebook ჯგუფს, სადაც შეგიძლია დასვა კითხვები, გაეცნო სხვის და გააზიარო საკუთარი გამოცდილება, გაიგო სიახლეები და ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების და ტრენინგების შესახებ.