პედაგოგი: ნინო გეწაძე, ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლა
საფეხური, კლასი: დაწყებითი საფეხური, მე-5 კლასი
სამიზნე ცნება: ტექსტის გაგება
შედეგები: 6, 7, 12
საკითხი: ამბის გაგრძელება: გურამ პეტრიაშვილის „წვიმის მოყვარული კაცი“
კომპლექსური დავალების პირობა:
ყურადღებით წაიკითხე გურამ პეტრიაშვილის ლიტერატურული ზღაპარი „წვიმის მოყვარული კაცი“. მოუსმინე ლექცია-გაკვეთილს ამ ზღაპრის შესახებ. დააკვირდი მთავარი მოქმედი გმირის ხასიათს, თავისებურებას, ზღაპრის დასასრულს, ტექსტში არსებულ მინიშნებებს და წარმოიდგინე, როგორ გაგრძელდება ეს ამბავი გარკვეული დროის შემდეგ. შექმენი შენ მიერ წარმოდგენილი ქალაქი მაინკრაფტის საგანმანათლებლო პროგრამის გამოყენებით და ბოლოს, დაფაზე განათავსე ამ ზღაპრის მთავარი სათქმელი: რას გვასწავლის ის?
დავალების წარდგენისას ისაუბრე:
- რატომ შეარჩიე ასეთი გაგრძელება?
- როგორ დაასაბუთებ შენ მიერ ჩამოყალიბებული მთავარი სათქმელს?
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:
დავალებაზე მუშაობისას:
- გაიხსენე ქალაქის მთავარი მახასიათებლები;
- ყურადღება მიაქციე ტექსტში არსებულ მინიშნებებს ამ ზღაპრული ქალაქის შესახებ;
- დააკავშირე ეს ინფორმაცია შენს გამოცდილებასთან: როგორია შენი ქალაქი? რა არის მისი უმთავრესი თავისებურებები?
მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო
ჩამოტვირთეთ – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.
სამყაროს სურათები
ფაილი 1– სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.