მენიუ დახურვა

ზმნის კატეგორიები ქართულში

პედაგოგი: ანა მელაძე, ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლა

საფეხური, კლასი: საბაზო საფეხური, მე-7 კლასი

სამიზნე ცნება: გრამატიკა

შედეგები: 9, 11, 12

საკითხი: ზმნის კატეგორიები ქართულში

კომპლექსური დავალების პირობა: 

დაუკვირდით ქვემოთ მოცემულ სქემაში გამოსახულ ზმნის კატეგორიებს:

პროგრამა    Minecraft-ში მომზადებულია გარემო – ლაბირინთი, რომელშიაც არასათამაშო პერსონაჟების დახმარებით იპოვი და წარმოაჩენ ზმნის თითოეულ კატეგორიას.

ამისათვის:

  1. იმოძრავე ლაბირინთში და მოძებნე გზა ლაბირინთიდან გამოსასვლელად;
  2. ლაბირინთში დაგხვდება არასათამაშო პერსონაჟები – ზმნის კატეგორიები, რომელთაგან ზოგს უკვე იცნობ წინა კლასებიდან, ზოგსაც წელს გაიცნობ. მათ გვერდით უნდა დადგა დაფები და ზედ განათავსო მოკლე ინფორმაცია ამ კატეგორიების შესახებ (მაგალითად, განმარტება და რა თავისებურება ახასიათებს მას, ხოლო უცნობი კატეგორიები შენი წარმოდგენით და შეხედულებით განმარტე და დაახასიათე);
  3. არასათამაშო პერსონაჟების სიტყვის ღრუბლებში ჩაწერილი ტექსტით „გააცოცხლე“ ზმნის კატეგორიები;
  4. აუცილებელია ყველა არასათამაშო  პერსონაჟის მოძებნა;
  5. ლაბირინთში უნდა იპოვო ყუთი, რომელშიაც დევს ზმნები, რომლებიც, კატეგორიების მიხედვით უნდა დაახასიათო დავალების დასრულების შემდეგ.

დავალების წარდგენისას:

  1. გამოთქვით მოსაზრებები, რას გამოსახავს ზმნის კონკრეტული კატეგორია? (შენი სიტყვებით დაახასიათე ისინი და ისაუბრე, როგორ გვეხმარება მეტყველების დროს ზმნის კატეგორიები);
  2. ყუთში ნაპოვნი ზმნები დაახასიათე კატეგორიების მიხედვით, ისაუბრეთმათ შინაარსა და ფორმაზე, წარმოადგინე მათი მეშვეობით  შეადგენილი წინადადებები.

დავალების წარდგენის შემდეგ უპასუხეთ შეკითხვებს:

  • რას შეცვლიდით, თავიდან რომ დაგეწყოთ დავალების შესრულება?
  • რა გამოგივიდათ კარგად და რისი გაკეთება ვერ შეძელით?
  • რა დაგეხმარათ დავალების პირობის შესრულებაში?

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

  • ქართული ენის გრამატიკის  სახელმძღვანელოში წაიკითხე პარაგრაფი 23;
  • დავალებაში მოცემული ზმნები ამოწერე, შეუწყვე პირები, აუღლე პირისა და რიცხვის მიხედვით; ჩასვი სამივე დროში და დააკვირდი, რა თავისებურება ახასიათებს, რაიმე ნიშნით ხომ არ გამოირჩევა სხვა ზმნებისგან;
  • მოცემული ზმნების მიხედვით შეადგინე წინადადებები;
  • თუ ამჩნევ,  რომ ლაბირინთში გზა აგებნა, გაიხსენე  ზმნის ყველა კატეგორია, რომლებიც ნასწავლი გაქვ,  დათვალე, რამდენი იპოვე, ყურადღებით დააკვირდი მათ ადგილსამყოფელს და ივარაუდე, რიგით მომდევნო  კატეგორია რა მიმართულებით უნდა ეძებო.

მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო

ჩამოტვირთეთ – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის სამყაროა შექმნილი კომპლექსური დავალებისთვის.

სამყაროს სურათები

ფაილი 1, ფაილი 2 – სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.

Posted in ქართული ენა და ლიტერატურა

მსგავსი რესურსები