პედაგოგი: ანა მელაძე, ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლა
საფეხური, კლასი: საბაზო, მე-7 კლასი
სამიზნე ცნება: ტექსტის გაგება
შედეგები: 5, 7, 9, 10, 11
საკითხი: პერსონაჟი და მისი მახასიათებლები, სიუჟეტი, ტექსტის კონტექსტი, ფაქტი და მოსაზრება / დამოკიდებულება. ტექსტი: აკაკი წერეთლის პოემა „თორნიკე ერისთავი“, მეოთხე კარი – პოემის ფინალი, დავით კურაპალატისა და თორნიკე ერისთავის შეხვედრა მტრის დამარცხების შედეგ.
კომპლექსური დავალების პირობა:
აკაკი წერეთლის პოემა „თორნიკე ერისთავის“ მეოთხე კარის მიხედვით Minecraft-ში შექმენი სამყარო, რომელშიც წარმოდგენილი იქნება პოემის ფინალური ნაწილის გარემო და სიუჟეტი (ამბავი).
თქვენ მიერ შესრულებულ დავალებაში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
- ბრძოლის ველიდან მომავალი გამარჯვებული ქართველთა ჯარი;
- თორნიკე ერისთავისა და დავით კურაპალატის შეხვედრა მეფის სასახლეში მტრის დამარცხების შემდეგ, მათი საუბარი;
- უცხო ბერების გამოჩენა;
- ათონის მთაზე ქართველთა მონასტერი და იქ განვითარებული მოვლენები.
დავალების პრეზენტაციისას უპასუხე შეკითხვებს:
- იმსჯელე, ვის ეკუთვნის განძი, რომლის მიღებაზე უარს ამბობს თორნიკე ერისთავიც და მეფეც;
- ახსენი, შენი აზრით, ვინ არიან უცნობი მოხუცები, საით მიემართებიან ისინი და დაასაბუთე, რატომ ფიქრობ ასე;
- გამოთქვი ვარაუდი, რატომ არის დაშორებული პოემის ფინალი ისტორიულ რეალობას.
დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრე:
- როგორ შეარჩიე ან შეადგინე „სიტყვის ღრუბლებში“ ჩასაწერი მასალა?
- რას შეცვლიდი, თავიდან რომ დაიწყო დავალების შესრულება?
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:
- დაყავი პოემის მეოთხე კარი ეპიზოდებად; გაითვალისწინე, რომ პოემა დაყოფილია თავებად (ეპიზოდური სცენები ლოგიკურად გამოყავი ერთმანეთისგან);
- დააკვირდი, რამდენი პერსონაჟი მონაწილეობს თითოეულ ეპიზოდში, რას აკეთებენ, რას ამბობენ, სად იმყოფებიან.
- გაითვალისწინე, სად და როდის ხდება ნაწარმოებში აღწერილი ამბავი;
- ამბის გადმოსაცემად გამოიყენე პერსონაჟების ნათქვამი სიტყვები და ისინი აუცილებლად დაურთე წარმოდგენილ სცენებს.
მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო
ჩამოტვირთეთ – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.
სამყაროს სურათები
ფაილი 1 , ფაილი 2 სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.
ვიდეო პრეზენტაცია
მალე დაემატება – თავად მასწავლებლის მიერ მოთხრობილი ამბავი ამ კომპლექსური დავალების განხორციელების შესახებ.