მენიუ დახურვა

კომიქსი: სულხან-საბა ორბელიანი „მეფე და მისი შვილი“

პედაგოგი: ნინო გეწაძე, ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლა

საფეხური, კლასი: დაწყებითი საფეხური, მე-5 კლასი

სამიზნე ცნება: 

შედეგები: 2, 6, 7

საკითხი:  იგავი

კომპლექსური დავალების პირობა:

წაიკითხე სულხამ-საბა ორბელიანის იგავი „მეფე და მისი შვილი“. მაინკრაფტის სამყაროს გამოყენებით შექმენი კომიქსი ნაწარმოების მიხედვით. ამისათვის დაყავი ტექსტი ეპიზოდებად.

გაითვალისწინე:

  1. სად ხდება თითოეულ ეპიზოდში მიმდინარე მოქმედება?
  2. ვინ არიან პერსონაჟები?
  3. რას ამბობენ ან ფიქრობენ ისინი?
  4. რა თავისებურებები აქვს იგავის ჟანრს?

შინაარსი გადმოეცი პერსონაჟის ნაფიქრის ან  ნათქვანის ჩაწერით სიტყვის ღრუბელში.

სამუშაოს წარდგენისას ისაუბრე:

  1. როგორ შეარჩიე სიტყვის ღრუბლებში ჩასაწერი მასალა?
  2. რას შეცვლიდი ამ დავალებაზე თავიდან მუშაობის შემთხვევაში?

კომიქსების შექმნის შემდეგ შეეცადე ჩამოაყალიბო იგავის მთავარი სათქმელი ანუ შეგონება, რომელსაც მეიგავის (სულხან-საბა ორბელიანი) განმასახიერებელი პერსონაჟი გაგვაცნობს.

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

  • მთავარი სათქმელის სწორად ამოსაცნობად, კარგად გაიაზრე უფლისწულის სიტყვები, როდესაც ის თავის საქციელს განმარტავს.

მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო

ჩამოტვირთეთ – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.

სამყაროს სურათები

ფაილი 1– სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.

ვიდეო პრეზენტაცია

მალე დაემატება – თავად მასწავლებლის მიერ მოთხრობილი ამბავი ამ კომპლექსური დავალების განხორციელების შესახებ.

Posted in ქართული ენა და ლიტერატურა

მსგავსი რესურსები