მენიუ დახურვა

მოგზაურობა ცოდნის სამყაროში

პედაგოგი: ანა მელაძე, ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლა

საფეხური, კლასი: 

სამიზნე ცნება: აზრის გამოხატვა და დასაბუთება, წერა და ჟანრი

შედეგები: 5, 6, 7, 8, 9, 10, 11

საკითხი: მოსაზრება, მოსაზრების ახსნა (არგუმენტი), მაგალითი. საკომუნიკაციო სიტუაცია, თემა: „მოგზაურობა ცოდნის სამყაროში“

კომპლექსური დავალების პირობა: 

წარმოიდგინე, რომ ამზადებ პროექტს თანამედროვე სკოლის შესაქმნელად. შენი აზრით, როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნეში „იდეალური“ სკოლა? მოამზადე სტატია, რომელშიც აღწერ „მომავლის“ სკოლის ფუნქციას, მახასიათებლებს და დაასაბუთებ მის რეალურ საჭიროებას. Minecraft-ში შექმენი შეთავაზებული სკოლის მაკეტი და ვიზუალური მასალა თან დაურთე შენს კონცეფციას. მოამზადე ზეპირი პრეზენტაციაც.

თქვენ მიერ შესრულებულ დავალებაში ხაზგასმით წარმოადგინეთ:

  1. რატომ უნდა ისწავლონ სწორედ თქვენ მიერ შექმნილ სასწავლო გარემოში – ასეთ სკოლაში- მოსწავლეებმა?
  2. რითი იქნება თქვენი სკოლა განსხვავებული ამჟამად არსებული სკოლებისგან?
  3. რატომ არის თქვენ მიერ შემოთავაზებული ფუნქციები და მახასიათებლები მნიშვნელოვანი 21-ე საუკუნის სკოლისთვის?
  4. Minecraft-ში შექმნილი დიზაინის მაკეტი რამდენად შეესაბამება სკოლის იმ ფუნქციებს და მახასიათებლებს, რომლებზეც სტატიაში წერთ?

დავალების წარდგენის შემდეგ უპასუხე შეკითხვებს:

  1. რას შეცვლიდით, თავიდან რომ დაგეწყოთ დავალების შესრულება?
  2. რა გამოგივიდათ კარგად და რისი გაკეთება ვერ შეძელით?

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

შენ მიერ შექმნილ სასწავლო გარემოში შეეცადე:

  • გამოიყენო მრავალფეროვანი დეტალები, რომლებიც აღიქმება მხედველობით;
  • წარმოაჩინო სკოლის  დანიშნულება, მისი მნიშვნელობა როგორც მოსწავლეებისათვის, ისე მათი მშობლებისა და მასწავლებლებისათვის (კარგი იქნება თუ Minecraft-ის პერსონაჟებად წარმოგვიდგენ მათ და ისინი ისაუბრებენ სიტყვის ღრუბლების საშუალებით ამ საკითხზე) ;
  • ხაზი გაუსვა იმ მახასიათებლებს, რომლებიც გამოიწვევს მოსწავლეების დაინტერესებას სასწავლო გარემოთი;
  • დავალების შესრულებისას მაქსიმალურად გამოიყენო შენი შემოქმედებითი უნარები და ფანტაზია.

მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო

ჩამოტვირთეთ – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.

სამყაროს სურათები

ფაილი 1 – სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.

Posted in ქართული ენა და ლიტერატურა

მსგავსი რესურსები