მენიუ დახურვა

რეკლამები ჩვენ გარშემო

პედაგოგი: ანა გიორგანაშვილი, ქალაქ თელავის №9 საჯარო სკოლა

საფეხური, კლასი: საბაზო საფეხური, მე-7 კლასი

სამიზნე ცნება: 

შედეგები: 7, 10, 12

საკითხი: ბრძანებითი კილოს გამოყენება, წერის უნარ-ჩვევის განვითარება, სარეკლამო ტექსტის შექმნა

კომპლექსური დავალების პირობა: 

ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი რეკლამაა, რეკლამებს ხვდებით ტელევიზიაში, ინტერნეტ-საიტებზე, ქუჩებში და ასე შემდეგ. მათ მრავალი დანიშნულება და ფორმა აქვთ. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ რაიმე პროდუქტი, რომელიც გინდათ, გააცნოთ საზოგადოებას, მოახდინოთ მისი რეალიზაცია და პოპულარიზაცია. მაინკრაფტის გარემოში ააგეთ ამ პროდუქტის შესაბამისი სამყარო. აგებისას იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ზეგავლენას მოახდენს თქვენი სურათები მომხმარებელზე.

რეკლამის ტექსტზე მუშაობისას გაითვალისწინეთ შემდეგი კითხვები:

  1. რა არის თქვენი პროდუქტი?
  2. როდის იქნება გაყიდვაში და სად?
  3. რომელი ასაკობრივი ჯგუფისთვისაა განკუთვნილი?
  4. რატომ დასჭირდება მომხმარებელს ეს პროდუქტი?
  5. რატომაა განსაკუთრებული?

სახელმძღვანელოს 28-30 გვერდებზე მოცემული მასალა დაგეხმარებათ ტექსტის ჩამოყალიბებაში

სარეკლამო ენა ძირითადად ზედსართავების, შედარებების, და მოწოდებებისგან შედგება.  შეგიძლიათ გამოიყენოთ:

  1. მოწოდებები: Exclusive, Look no further! Number one! Healthier, Number One! Free! Special offer!
  2. ზედსართავები: astonishing, fantastic, delicious, new, easy, modern, outstanding, helpful, comfortable, unbelievable ,great, wonderful, safe, incredible and  so on.
  3. ფრაზები წინადადებების დასაწყებად: Don’t, Consider, Imagine, Enjoy, Buy, Try, Take a moment და ა.შ.
  4. რიტორიკული შეკითხვების დასაწყისები: Do you think that? Isn’t it time to? Have you ever thought about?

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

გაითვალისწინეთ:

  • სურათები დაალაგეთ იმავე თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც  პროდუქტის აღწერილობა გაქვთ  რეკლამაში.
  • შეგიძლიათ დაფები გამოიყენოთ და მათზე განათავსოთ სარეკლამო ტექსტი.

მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო

ჩამოტვირთეთ – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.

სამყაროს სურათები

ფაილი 1– სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.

Posted in ინგლისური ენა

მსგავსი რესურსები