მენიუ დახურვა

საქართველოს კუთხეები

პედაგოგი: მაია მაისურაძე, ქალაქ თბილისის №98 საჯარო სკოლა

საფეხური, კლასი: საბაზო საფეხური, მე-8 კლასი

სამიზნე ცნება: ღირებულებები და ფასეულობები

შედეგები: ქართული, როგორც მეორე ენა – 8,12; ისტორია – 10

საკითხი:  მოგზაურობა საქართველოში: საქართველოს კუთხეები

კომპლექსური დავალების პირობა: 

  1. დანართი N1-დან აირჩიე  საქართველოს ერთ-ერთი კუთხე და მოიძიე  მოკლე ინფორმაცია თითოეულ ძეგლზე, რაც არის ჩამონათვალში.
  2. მოძიებული ინფორმაცია შეამოკლე, შემდეგ თარგმნე რუსულად და სურათებითურთ განათავსე პრეზენტაციაში, დაარქვი სახელი, მაგალითად, „მოგზაურობა კახეთში“.
  3. შექმენი  პერსონაჟი – მეგზური, რომელიც გაგვაცნობს საქართველოს შენ მიერ შერჩეულ კუთხეს.
  4. Minecraft-ის სამყაროში ააშენე ყველა ლოკაცია, რომლის შესახებაც მოიპოვე ინფორმაცია და სურათები ინტერნეტში.
  5. სამყაროს შექმნის შემდეგ ყველა ლოკაციას გადაუღე ფოტო, რომელსაც შეინახავ პორტფოლიოში PDF ფაილად.
  6. შემდეგ ჩაწერე „ბანდიქამის“ საშუალებით  ვიდეო  და გვამოგზაურეთ შენ მიერ შექმნილ სამყაროში.
  7. სამუშაოს დასრულების შემდეგ  ატვირთე მასალა  (პრეზენტაცია; პორტფოლიო, ვიდეო-რეპორტაჟი ) Forms-ში   მოგზაურობა საქართველოში

მოძიებული ინფორმაციის შემოკლებისას გაითვალისწინეთ მართლწერის საკითხები.

თქვენ მიერ შესრულებულ დავალებაში ხაზგასმით წარმოადგინეთ: 

უპასუხე შეკითხვებს:

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

  • პრეზენტაციაში  ტექსტი უნდა დაბეჭდო Sylfaen- შრიფტით, ზომა 12,  გვერდები უნდა იყოს დანომრილი, ყოველი სლაიდს ათავისუფლებ სათაურის ველისგან. 

პრეზენტაციის სტრუქტურა:

  • პირველი სლაიდი:
    • ნაწარმოების ავტორი, პოემის სათაური, ქვეთავის სათაური
    • პრეზენტაციის ავტორის ვინაობა
  • მეორე სლაიდი:
    • სარჩევი-თემები გვერდების ნუმერაციით
  • მესამე სლაიდი:
    • სურათები, ტაძრების მოკლე ინფორმაციითა და  სახელით
  • ბოლო სლაიდები:
    • „გამოყენებული რესურსები“ (მიუთითე ტექსტუალური მასალის და სურათების ბმულები)

მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო

ჩამოტვირთეთ – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.

სამყაროს სურათები და ვიდეო

ფაილი 1, ფაილი 2 – სამყაროს სურათები და ვიდეო მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.

დამხმარე რესურსები

დანართი #1 – საქართველოს კუთხეები და თითოეულის ისტორიული ძეგლების ჩამონათვალი.

სამუშაოს ორგანიზება – ცხრილი დავალების შესრულებისთვის საჭირო ამოცანებითა და შეფასების კრიტერიუმებით.

 

Posted in ქართული, როგორც მეორე ენა

მსგავსი რესურსები