მენიუ დახურვა

ქიმიური ელემენტების გამოფენა

პედაგოგი: შორენა გაგუა, მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის №2 საჯარო სკოლა

საფეხური, კლასი: მე-8, საბაზო

სამიზნე ცნება: ქიმ. საბ. 3

შედეგები: ქიმიური ელემენტების თვისებები, მათი ნაერთების ფორმები და თვისებები განპირობებულია ამ ელემენტთა ატომის აღნაგობით.

საკითხი: ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობის ცხრილი

კომპლექსური დავალების პირობა: 

გაეცანით ქიმიური ელემენტების პერიოდული ცხრილის შექმნის ისტორიას. მოიძიეთ ინფორმაცია მე -19 საუკუნის ბოლოსთვის არსებული 63 ქიმიური ელემენტის შესახებ. წარმოიდგინე რომ 1860 წელია და მენდელეევის პერიოდული სისტემა ჯერ არ შექმნილა.  ამ 63 ელემენტიდან შეარჩიე, რამდენიმე და Minecraft – ის სამყაროში შექმენი გალერეა, სადაც მოაწყობ ამ ელემენტების გამოფენას.  შენს მიერ შექმნილ გალერეაში ელემენტები  დაალაგე  ერთი რომელიმე თვისების (მაგ: მეტალები, არამეტალები, აგრეგატული მდგომარეობის, დნობის ან დუღილის ტემპერატურის მიხედვით). 

თქვენს შექმნილ გალერეაში:

  • თითოეულ ელემენტს დაფაზე მიუწერე მცირე დახასიათება.
  • შემოიყვანე არასათამაშო პერსონაჟები (შეგიძლია დაარქვათ თქვენი გუნდის წევრების სახელები და ასაუბრეთ ამ ელემენტებზე) შეგიძლიათ მიაბათ ვიდეოები, სტატიების ლინკები ან თქვენს მიერ შექმნილი ტექსტი – მოითხოვე ინსტრუქცია).
  • დასრულებულ დავალებას გადაუღე ფოტოები (საჭიროების შემთხვევაში screenshot  გააკეთე) და pdf  ფაილი დაგააკეთე ეპრეზენტაცია.

დავალების წარმოდგენისას ახსენი:

  • რატომ აირჩიეთ ელემენტის ის თვისება, რომლის მიხედვითაც გალერეაში ელემენტები გამოფინე ამ თანმიმდევრობით (იგულისხმება შენი თანმიმდევრობა);
  • როგორ არის წარმოჩენილი თქვენს გალერეაში ელემენტების ცალკეული ჯგუფები: მეტალები ან არამეტალები, ინერტული აირები და ა.შ)

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

  1. შეგიძლია გამოიყენო სახელმძღვანელო ან შემდეგი ბმულები:ელემენტების ელექტრონული შრეებისა და ორბიტალების შესახებ.  ვიდეო 1  ან ვიდეო 2.  დნობის და დუღილის ტემპერატურის გასაგებად კი ვიკიპედია.
  2. ელემენტების ჯგუფები შეგიძლიათ გამოყოთ სხვადასხვა ფერით, პოსტამენტებით (ანუ ელემენტები შეგიძლიათ მოათავსოთ სხვადასხვა კვარცხლბეგზე, ასევე ჰაერში, ჩასვათ ჩარჩოში და სხვა ) გააკეთეთ თქვენი ფანტაზიით.

მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო

მალე დაემატება – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.

 

სამყაროს სურათები

ფაილი 1 – სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.

 

ვიდეო პრეზენტაცია

მალე დაემატება – თავად მასწავლებლის მიერ მოთხრობილი ამბავი ამ კომპლექსური დავალების განხორციელების შესახებ.

Posted in ქიმია

მსგავსი რესურსები