პედაგოგი: თამარ გიორგაძე
საფეხური, კლასი: მე-5 კლასი
სამიზნე ცნება: ზომა და გაზომვის საშუალებები
შედეგები: 2,5,6,10,11,12,13,14
საკითხი: ფართობი; ფინანსური წიგნიერება
კომპლექსური დავალების პირობა:
სკოლამ გამოაცხადა წინადადებების მიღება ,,სკოლის ბაღის“ დიზაინზე.
თქვენ წარმოადგენთ ლანდშაფტის დიზაინის კომპანიას და უნდა მოამზადოთ თქვენი შეთავაზება.
Minecraft-ის საშუალებით შექმენით სამყარო: ,,ჩემი საოცნებო სკოლის ბაღი“, სადაც თქვენ მიერ დაგეგმარებულ ეზოს თვალსაჩინოდ წარმოადგენთ. ,, სკოლის ბაღში“ შექმენით საყვავილე სივრცეები, რომელსაც ექნება მართკუთხედისა და კვადრატის ფორმა და თითოეულის პერიმეტრი იქნება 40 მ. შეადარე და გააანალიზე მოცემული პერიმეტრის მქონე ფიგურების ფართობები, გამოიტანე დასკვნა.
შექმნილი საყვავილე სივრცეებისთვის ,,შეიძინეთ“ და დარგეთ სხვადასხვა სახეობის ნერგები შემდეგი პირობით: მაინქრაფტის ფილები კვადრატული ფორმისაა და თითოეულის ფართობი 1მ2-ია, ანუ 1მ-ია სიგრძე და სიგანე; 1მ2-ზე შესაძლებელია ერთი ნერგის დარგვა. მოახდინეთ ხარჯთაღრიცხვა თითოეულ სივრცეში დარგული ნერგებისა და შექმენი ცხრილი: დასახელება, ნერგები რაოდენობა, ფასი. ასევე, მოახდინეთ ხარჯთაღრიცხვა თითოეულ საყვავილე სივრცისა, იმ შემთხვევაში, როდესაც დარგავთ ერთი სახეობის, მაგრამ სხვადასხვა ღირებულების ნერგს. გამოთვლების შედეგები დაიტანე სამყაროშივე ნარატივის ხელსაწყოებზე, მაგ. დაფებზე, არასათამაშო პერსონჟებზე. იხ. ინსტრუქცია
დარგე ნერგები ისე, რომ ეზოს მოწყობას დასჭირდეს მინიმალური დანახარჯი. სამყაროში გამოიყენე
შესრულებულ ყველა ქმედებას გადაუღეთ ფოტო, მოათავსეთ პორტფოლიოში, მიღებული ფოტოებით გააკეთე პრეზენტაცია PowerPoint-ის გამოყენებით. გააკეთე ,, ჩემი საოცნებო სკოლის ბაღის“ პრეზენტაცია
თქვენ მიერ შესრულებულ დავალებაში ხაზგასმით წარმოადგინეთ:
- ამოცანის პირობიდან გამომდინარე ალტერნატიული გზები, მათ შორის ყველაზე ოპტიმალური, რატომ?
- წარმოადგინე თითოეულ სივრცეში დარგული ნერგების ხარჯთაღრიცხვა
- როგორია თქვენი სივრცეების ზომები? (სიგრძე, სიგანე)
- რამდენი ძირი ნერგი დაირგო თითოეულ სივრცეში?
- როგორ შეიძლება მიწის ფართობის გამოთვლა მოცემული ბლოკების გამოყენებით? რა არის თითოეული სივრცის ფართობი?
- შეადარეთ ისინი ერთმანეთს. რა დასკვნა გამოიტანეთ? საერთო პერიმეტრის მქონე ფიგურებიდან ყველაზე დიდი ფართობის მქონე რომელი ფიგურაა.
უპასუხე შეკითხვებს:
- რა გაგიადვილდა, რა გაგიძნელდა დავალების შესრულებისას;
- რას შეცვლიდი თავიდან რომ იწყებდე დავალების შესრულებას
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:
- გაიხსენეთ როგორ გამოვთვალოთ მართკუთხედის, კვადრატისფართობი, კვადრატული მეტრი, როგორც ფართობის გაზომვის ერთეული
- აგებული სამყარო შეგიძლიათ შეინახოთ ცალკე ფაილად მაინკრაფტის ექსპორტის ფუნქციით.
- შეიძლება ჯობდეს მაინკრაფტში შენების დაწყებამდე სკოლის ეზოს ნახაზი ჯერ ფურცელზე გააკეთო
- ცხილის აწყობა Word ან Excel ფაილში დაგეხმარება ხარჯთაღრიცხვსი თვალსაჩინოდ წარდმოდგენაში.
მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო
ჩამოტვირთეთ – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.
სამყაროს სურათები
ფაილი 1, ფაილი 2 – სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.
დამხმარე რესურსები
ფაილის სათაური – [სხვა სასწავლო რესურსები ან თარგები, რომლებიც მასწავლებელს დაეხმარება აქტივობის განხორციელებაში].
ვიდეო პრეზენტაცია
მალე დაემატება – თავად მასწავლებლის მიერ მოთხრობილი ამბავი ამ კომპლექსური დავალების განხორციელების შესახებ.