პედაგოგი: თეა ხუბუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის საჯარო სკოლა
საფეხური, კლასი: საბაზო საფეხური, მე-8 კლასი
სამიზნე ცნება:
შედეგები: 6, 7, 9, 12
საკითხი: ლექსიკა, ლექსიკური თემატიკა, ზეპირი მეტყველების არავერბალური კომუნიკაციის ხერხები: ინტონაცია, მახვილი, პაუზა, ხმის ტემბრი, მეტყველების ტემპი. ფუნქციური მაკროსამეტყველო მოქმედებები; აღწერა, თხრობა, ახსნა-განმარტება, დასაბუთება.
კომპლექსური დავალების პირობა:
Minecraft-ში ააშენე შენი სოფელი.
- გამოიყენე რეგიონის გეოგრაფიული რუკა, რომელიც დაგეხმარება საზღვრების დადგენაში;
- ასევე გადადი ამ ბმულზე: ინფორმაცია შამგონაზე, რომელიც დაგეხმარება შენი სოფლის ისტორიის დეტალების დადგენაში, ამოიღე მთავარი ინფორმაცია და თარგმნე ინგლისურად, რათა გამოიყენო დაფებზე გამოსატანად;
- დაფებზე გამოიტანე ისტორიები თუ მითები, რაც შენს სოფელთანაა დაკავშირებული;
- შეეცადე საზღვრებზე მეტი დამაზუსტებელი ინფორმაცია მოიძიო, რათა პრეზენტაციის დროს დეტალურად შეძლო შენი სოფლის შესახებ საუბარი.
თქვენ მიერ შესრულებულ დავალებაში ხაზგასმით წარმოადგინეთ:
- რა პრობლემები არის შენს სოფელში და როგორ დასახე გადაჭრის გზები.
- შესაბამისი ლექსიკური ერთეულების (village, country, ancient, farms, river, border, bridge, valley, fields, farms და ა.შ.) ცოდნა
- საკომუნიკაციო სიტუაციასთან დაკავშირებული ენობრივი საშუალებების (ფუნქციური გამონათქვამების, ლექსიკის, გრამატიკული საკითხების) ცოდნა.
უპასუხე შეკითხვებს:
- რა სტრატეგიები გამოიყენე /რა ნაბიჯები გადადგი დავალებაზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე?
- რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლიდან რომ იწყებდე კომპლექსურ დავალებაზე მუშაობას?
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:
- ყურადღებით გაეცანი ჰიპერლინკებით მიწოდებულ ინფორმაციას;
- სანამ სამყაროში სივრცეებს შექმნი, ზუსტად განსაზღვრე, თუ სად რა ინფორმაციას გამოიტან, რომ ინფორმაცია და სივრცე ლოგიკურად იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული;
- მასალის თარგმნისას არ არის საგანგაშო, თუკი შეცდომები იქნება დაშვებული, სანამ სამყაროში გამოიტანთ დაფაზე, შეათანხმეთ მასწავლებელთან.
მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო
ჩამოტვირთეთ – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.
სამყაროს სურათები
ფაილი 1– სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.