პედაგოგი: თეა შეროზია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის №2 საჯარო სკოლა
საფეხური, კლასი: დაწყებითი საფეხური, მე-5 კლასი
სამიზნე ცნება: გაგება
შედეგები: 5, 6, 12
საკითხი: We love adventure
კომპლექსური დავალების პირობა:
გახსენი მასწავლებლის მიერ გამოგზავნილი Minecraft-ის სამყარო და მოემზადე თავგადასავლებისთვის. შენ აქ დაგხვდება ინსტრუქციები, საინტერესო დავალებები და მნიშვნელოვანი ინფორმაციები. თუ იმოქმედებ მოცემული ინსტრუქციების თანახმად და შეასრულებ ყველა დავალებას, შენ ამ სამყაროს გადააქცევ საინტერესო ადგილად მოგზაურთათვის. შემდეგ გააკეთე პრეზენტაცია და შენს მიერ სრულყოფილ სამყაროში ამოგზაურე მსმენელი.
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:
გაითვალისწინეთ:
- სამყაროში იმოძრავეთ ნიშნებზე და დაფებზე განთავსებული მიმართულებების და მინიშნებების მიხედვით. ამ სიტყვებისა და გამოთქმების გამეორება გამოგადგებათ მიმართულების და მდებარეობის გარკვევაში.
- დავალებები, ინსტრუქციები და სხვადასხვა საჭირო ინფორმაცია მოცემული იქნება როგორც დაფებზე, ასევე ყუთებში და არასათამაშო პერსონაჟებზე.
- შეეცადე დეტალურად გაიგო ყოველი მითითება.
- თუ რომელიმე სიტყვა გაუგებარია, შეეცადე მისი მნიშვნელობა გამოიცნო კონტექსტის მიხედვით ან მოძებნო ლექსიკონში იხ. ლექსიკონის გამოყენების ინსტრუქცია.
- დავალებებში ასევე მოცემულია ტექნიკური სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ვიდეოინსტრუქციის ბმულები, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო
ჩამოტვირთეთ – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.
სამყაროს სურათები
ფაილი 1– სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.