მენიუ დახურვა

წერილი ჩემს მეგობარს

პედაგოგი: თეა ხუბუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის საჯარო სკოლა

საფეხური, კლასი: საბაზო საფეხურე, მე-9 კლასი

სამიზნე ცნება: წერითი კომუნიკაცია

შედეგები: 7, 8, 9

საკითხი: საკომუნიკაციო სიტუაცია, თემატიკა, ადრესატი, მკითხველი, მიზანი, არაფორმალური წერილი. საკვანძო შეკითხვები: რა მიზანი მაქვს, რაზე ვწერ, ვინ არის ჩემი მკითხველი?

კომპლექსური დავალების პირობა: 

Minecraft-ში მასწავლებლის მიერ დაექსპორტებულ სამყაროში არამოთამაშე პერსონაჟში იპოვი დავალების პირობას. ასევე, არამოთამაშე პერსონაჟში იპოვი useful expression for informal letter/ საჭირო გამოთქმებს არაფორმალური წერილის შესაქმნელად.

დავალების შესასრულებლად:

  1. გაიხსენე ბოლო ექსკურსია, სადაც მთელი კლასი იყავით ერთად;
  2. ჩამოწერე მოკლე გეგმა, რის შესახებ გინდა მოუყვე შენს მეგობარს, როგორ გინდა წარუდგინო ის ადგილი, სადაც შენ კარგი დრო გაატარე;
  3. ციფრული რესურსის ,Minecraft– ის გამოყენებით შექმენი სამყარო;
  4. დაფებზე გამოიტანე ინფორმაცია იმ ადგილებზე, რომლებსაც წარუდგენ შენს უცხოელ მეგობარს, რათა დააინტერესო, რომ ეწვიოს შენ ქვეყანას;
  5. გამოიყენე წერილის დასაწერად მაკავშირებელი სიტყვები და ასევე useful expressions / საჭირო გამონათქვამები: Thanks for your letter, Dear, love, write back soon, useful expression for informal letter;
  6. დაიცავი წერილის წერის სტრუქტურა;
  7. ნამუშევარი წარადგინე Minecraft world-ის სახით, სადაც იქნება როგორც სამყარო აშენებული, ასევე წერილი, რომელიც მისწერე უცხოელ მეგობარს.

ნაშრომის წარდგენისას:

  1. ნათლად წარმოაჩინე შენი სათქმელი;
  2. გაითვალისწინე საინფორმაციო ტექსტის შედგენისას მისი მახასიათებლები: რა თემაზე ადგენ საინფორმაციო ტექსტს, რა მიზნით და ვისთვის;
  3. წარმოაჩინე ნასწავლი გრამატიკულ/ლექსიკური ერთეულების ცოდნა.
  4. წერის თითოეულ ეტაპზე (წერის დაწყებამდე, წერის დროს, წერის შემდეგ)   გამოიყენე  სტრატეგიები, რომლებიც დაგეხმარება სიძნელეთა წარმატებით გადალახვაში; 

ნამუშევრის წარდგენის შემდეგ უპასუხე შეკითხვებს:

  1. რა სტრატეგიები გამოიყენე დავალების განხორციელების თითოეულ ეტაპზე სიძნელეთა გადასალახად და შეაფასე, რამდენად ეფექტურად გამოგადგა ისინი?
  2. რამდენად დააინტერესე  შენი უცხოელი მეგობარი, იქნება თუ არა მისთვის შენ მიერ შექმნილი ნამუშევარი საინტერესო?
  3. თავიდან რომ იწყებდე, რას და როგორ გააუმჯობესებდი?
  4. რა უფრო საინტერესო, სახალისო იყო სამყაროს აშენება თუ წერილის შექმნა მეგობრისთვის?
  5. გამოგადგა თუ არა ჰიპერლინკით მიწოდებული ინფორმაცია?

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

  • სანამ სამყაროს შექმნას დაიწყებ, გაიხსენე არაფორმალური წერილისთვის / informal letter-ისთვის საჭირო გამოთქმები;
  • სამყაროს შექმნამდე არამოთამაშე პერსონაჟებში ყურადღებით ამოიკითხე მინიშნებები, რათა შენ მიერ დაწერილი წერილი იყოს სრულყოფილი;
  • გახსენი ბმული useful expression for informal letter და შეეცადე ლოგიკურად გამოიყენო არაფორმალური წერილისთვის დამახასიათებელი ფრაზები;
  • სანამ სამყაროებს შექმნი, გადაწყვიტე, რომელ საინტერესო ექსკურსიაზე თუ მოვლენებზე გინდა ესაუბრო უცხოელ მეგობარს;
  • სივრცეებს შექმნით, ზუსტად განსაზღვრე, თუ სად რა ინფორმაციას გამოიტანთ, რომ ინფორმაცია და სივრცე ლოგიკურად იყოს კავშირში;
  • შეეცადე თქვენი აშენებული სამყაროები მიმზიდველი იყოს, რათა დააინტერესო უცხოელი მეგობარი;
  • გამოკვეთე/აღწერე  შენ მიერ შექმნილი სამყაროს ღირსშესანიშნავი ადგილები.

მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო

ჩამოტვირთეთ – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.

სამყაროს სურათები

ფაილი 1– სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.

Posted in ინგლისური ენა

მსგავსი რესურსები