მენიუ დახურვა

ანტიკური ხანა მუზეუმებში

პედაგოგი: ანა გიორგანაშვილი

საფეხური, კლასი: ინგლისური ენა

სამიზნე ცნება: დაწყებითი, V კლასი

შედეგები: Iუცხ.დაწყ.(II).14Iუცხ.დაწყ.(II).3Iუცხ.დაწყ.(II).4Iუცხ.დაწყ.(II).11 

საკითხი:  გრამატიკა-წარსული მარტივი დროლექსიკა- მუზეუმის აღწერილობა

კომპლექსური დავალების პირობა: 

მაინკრაფტში ააგეთ მუზეუმის ერთი ოთახი, შეგიძლიათ აირჩიოთ სახელმძღვანელოში მოცემული პერიოდებიდან ერთ-ერთი- ქვის ხანა, ანტიკური საბერძნეთი, ეგვიპტე ან ძველი რომი. მუზეუმის სამი ექსპონატი განათავსეთ საგამოფენო დარბაზში, ექსპონატების გვერდით მოათავსეთ დაფა, რომელზედაც განთავსებული იქნება ინფორმაცია ამ ექსპონატის შესახებ. პრეზენტაციისას  წარმოიდგინეთ რომ მუზეუმის გიდი ხართ და წარუდგენთ თქვენს ნივთს საზოგადოებას. ჯგუფის სამი წევრიდან თითოეული ისაუბრებს თავის ექსპონატზე, რა არის მოცემული ნივთი, როგორ გამოიყენებოდა ის ადრეულ ხანაში, სად იქნა ნაპოვნი და ასე შემდეგ.  

 

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

1)წინასწარ უყურეთ მოცემულ ვიდეო ინსტრუქციას თუ როგორ უნდა განათავსოთ დაფა და როგორ გადაიტანოთ მასზე ინფორმაცია, 

2)აირჩიეთ სამი ობიექტი სამუზეუმო გამოფენისთვის და მათ შესახებ დაწერეთ მოკლე ინფორმაცია Word-ის დოკუმენტში (მერე გადატანა ასე გაგიადვილდებათ), იმისათვის რომ სწორი იყოს თქვენი გრამატიკული და ლექსიკური ერთეულები, ეს ინფორმაცია შეგიძლიათ მასწავლებელს გადაამოწმებინოთ) 

3) გრამატიკულ ერთეულად ამ შემთხვევაში მოიაზრება – წარსული მარტივი დრო, გაიხსენეთ წესიერი და არაწესიერი ზმნები. ლექსიკური მარაგიდან კი დაგჭირდებათ შემდეგი სიტყვები  და ფრაზები- tools, stone, hunt, search for food, warriors-მებრძოლნი, clothes, mummies, pyramids, gladiators, weapon-იარაღი, vessel- ჭურჭელი, pot,  skull– თავის ქალა, walk upright– გამართულად სიარული, cave, gold, treasure– განძი, chest სკივრი, sword– ხმალი, musical instrument, throne– სამეფო ტახტი, carpet, crown და ასე შემდეგ 

4) გადაინაწილეთ როლები, ასევე გადაიღეთ თითოეული ექსპონატის და დაფაზე არსებული ტექსტის სურათი, გააკეთეთ PDF ფაილად კლასისთვის წარსადგენად. 

5) კარგი იქნება თუ მუშაობის პროცესის ამსახველ სურათებსაც დააფიქსირებთ, ასევე მოინიშნეთ რა სირთულეებს გადააწყდებით ამ დავალებაზე მუშაობისას და რა იქნება მათი დაძლევის გზები. ( ამას განვიხილავთ პრეზენტაციების ბოლოს) 

 

მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო

მალე დაემატება – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.

 

სამყაროს სურათები

ფაილი 1, ფაილი 2 – სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.

 

Posted in ინგლისური ენა

მსგავსი რესურსები