პედაგოგი: ანა გიორგანაშვილი
საფეხური, კლასი: ინგლისური ენა
სამიზნე ცნება: დაწყებითი, V კლასი
შედეგები: Iუცხ.დაწყ.(II).8, Iუცხ.დაწყ.(II).9, Iუცხ.დაწყ.(II).10, I უცხ.დაწყ.(II).11
საკითხი: მომავლის გამოხატვის ფორმები( will, may, be going to) არაფორმალური წერილის წერა, კულტურული მახასიათებლების გაცნობა
კომპლექსური დავალების პირობა:
ზაფხულის არდადეგები გვიახლოვდება, ყველა თქვენგანი გეგმავს სახალისო და საინტერესო აქტივობებს, მოცემული ეპიდემიის პირობებში სავარაუდოდ ქვეყნიდან გასვლას ბევრი ოჯახი ვერ შეძლებს, მაგრამ ზაფხული ხომ თავგადასავლების პერიოდია.
თუმცა ვიცით, რომ კახეთი მწვანე ზონაა და ბევრი ტურისტი ესტუმრება წელს ჩვენს კუთხეს. წარმოიდგინეთ ზაფხულში ერთი კვირით უნდა გესტუმროთ უცხოელი თქვენი თანატოლი, რომელმაც გთხოვათ მიწეროთ წერილი რის გაკეთებაა შესაძლებელი ამ დროის განმავლობაში. მაინკრაფტში შექმენით კახეთის ღირსშესანიშნაობები, იფიქრეთ იმაზე რა კულტურულ თავისებურებებზე მოუყვებით( ცეკვა, მუსიკა, სამზარეულო, ღვინის წარმოება), ასევე გააცანით კახეთის ბუნება, იფიქრეთ მეგობრებთან ერთად რას გააკეთებთ, ყველა თქვენი აქტივობა მაინკრაფტის მეშვეობით შექმენით, გადაუღეთ სურათები და PDF ფაილად შეინახეთ.
ამ აქტივობებზე დაყრდნობით მიწერეთ წერილი თქვენს მეგობარს, წერისას გაითვალისწინეთ რომ მეგობართან მიწერილი წერილი არის არაფორმალური სტილის და გამოიყენეთ შესაბამისი ფრაზები როგორიცაა: Dear… how are you? nice to hear from you. see you, bye, love, best wishes.
რადგან წერილში მომავალ დროზე საუბრობთ, გრამატიკული სტრუქტურები რომლებიც დაგჭირდებათ არის will, may და be going to მაგ: I think you will like Kakhetian food. We may visit the winery. We are going to swim in the Alazani river.
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:
სურათები დაალაგეთ იმავე თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც აქტივობები გაქვთ მითითებული წერილში.
მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო
მალე დაემატება – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.
სამყაროს სურათები
ფაილი 1, ფაილი 2 – სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.
ვიდეო პრეზენტაცია
მალე დაემატება – თავად მასწავლებლის მიერ მოთხორიბილი ამბავი ამ კომპლექსური დავალების განხორციელების შესახებ.