პედაგოგი: ირინე ნოზაძე, ალექსანდრე ცინცაძის სახელობის ქალაქ თბილისის №150 საჯარო სკოლა
საფეხური, კლასი: საბაზო, VI კლასი
სამიზნე ცნება: წერითი და ზეპირი კომუნიკაცია
შედეგები: 1,2,3,4,5,8
საკითხი: Diversity (Minecraft Education Edition) (Based on Geographic National Learning) Grammar: The present simple (he, she, it) – Affirmative and negative; Vocabulary: New Year vocabulary
კომპლექსური დავალების პირობა:
- შექმენი პატარა სამეზობლო , სადაც სამი სხვადასხვა კულტურის – საქართველოს, იაპონიის და შვედეთის წარმომადგენელი ოჯახი იცხოვრებს.
- მოიძიე დამატებითი ინფორმაცია , როგორ აღნიშნავენ საქართველოს, იაპონიის და შვედეთის ქვეყნებში ახალ წელს. გამოიყენე შესაბამისი ლექსიკური ერთეული : Happy New Year, first foot, Sweden national course, Georgian course, Japan course, celebrate, traditional, fireworks, New years Eve, best wishes, Toast, culture
და წარმოაჩინე კულტურათა შორის სხვაობა შემდეგი მხრივ:
- როდის აღნიშნავენ ახალ წელს თითოეულ ქვეყანაში? მიუთითე თვე და რიცხვი, ახალი წლის ხანგრძლივობა.
- რა ტრადიციებით აღინიშნება ახალი წელი თითოეულ ქვეყანაში? მაგ , საქართველოში მეკვლეობის ტრადიცია
- ისაუბრე ეროვნულ ტრადიციულ კერძებზე. მაგ საცივი, ჩურჩხელა საქართველოში
იპოვე მსგავსება- განსხვავებები ( ახალი წლის ხანგრძლივობა, ტრადიციული კერძები, ახალი წლის ადათ- წესები)
- Minecraft- ში დავალების შესრულების დროს გამოიყენე present simple tense.
- ინფორმაცია განათავსე საინფორმაციო დაფაზე.
- გამოიყენე ახალი წლის ელემენტები Minecraft- ში და შექმენი შენი ქვეყნის ახალი წლის კუთხე და გაუზიარე შენს თანაკლასელებს.
დავალების დასრულების შემდგომ დაფიქრდი და იმსჯელე :
- რა გაგიჭირდა?
- რა გაგიადვილდა?
- რა იყო შენთვის სიახლე დავლებაზე მუშაობისას?
- რას შეცვლიდი დავალებას თავიდან რომ ასრულებდე?
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:
- დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად გადადი შემდეგ ბმულზე : https://bit.ly/3ejCaud
- მოცემულ ქვეყნების კულტურაში მსგავსება – განსხვავების აღმოსაჩენად დაგეხმარებათ T – სქემა –
ახალი წლის აღნიშნვა
კულტურათა განსხვავებები | კულტურათა მსგავსებები |
ახალი წლის დასაწყისი საქართველო შვედეთი იაპონია |
|
ტრადიციული კერძები საქართველო შვედეთი იაპონია |
|
რესურსები, რომლებიც დაგჭირდებათ დავალების შესრულების დროს :
- ვიდეო – ინსტრუქცია :
- ნარატივის ხელსაწყოები: მანიშნებლები, დაფები, არასათამაშო პერსონაჟები, სკივრები
მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო
ჩამოტვირთეთ – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.
სამყაროს სურათები
ფაილი 1, ფაილი 2 – სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.
დამხმარე რესურსები
ფაილის სათაური – [სხვა სასწავლო რესურსები ან თარგები, რომლებიც მასწავლებელს დაეხმარება აქტივობის განხორციელებაში].
ვიდეო პრეზენტაცია
მალე დაემატება – თავად მასწავლებლის მიერ მოთხრობილი ამბავი ამ კომპლექსური დავალების განხორციელების შესახებ.