პედაგოგი: ლიანა ჩხეტიანი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საჯარო სკოლა,
საფეხური, კლასი: საბაზო, მერვე,
სამიზნე ცნება: ელემენტი, ატომი.
შედეგები: ქიმ. საბ. 1,2,3,
საკითხი: ქიმიური ელემენტების პერიოდულობის კანონი და ცხრილი.
კომპლექსური დავალების პირობა:
წარმოიდგინეთ, რომ ჯერ არაა შექმნილი ელემენტთა კლასიფიკაციის ცხრილი და Minecraft-ის გამოყენებით, თქვენი შეხედულებისამებრ შექმენით სამყარო, მოახდინეთ ცხრილში მოცემულ ელემენტთა (ქიმიის სახელმძღვანელო – გ. ანდრონიკაშვილი – გვ. 23) კლასიფიკაცია ვალენტობის (ქიმიის სახელმძღვანელო- გ.ანდრონიკაშვილი – გვ. 31) ან ატომის გარე შრეზე ელექტრონთა რაოდენობის (ქიმიის სახელმძღვანელო – გ.ანდრონიკაშვილი – გვ. 86) მიხედვით.
გაიხსენეთ:
- ატომის აგებულება;
- ელემენტთა კლასიფიკაცია მეტალებად და არამეტალებად, რა განაპირობებს ამ კლასიფიკაციას.
- როგორ გავიგოთ ელემენტთა ვალენტობა პერიოდული სისტემის მიხედვით.
თქვენ მიერ შესრულებულ დავალებაში ხაზგასმით წარმოადგინეთ:
- რა განსხვავებაა მეტალებსა და არამეტალებს შორის,
- რატომ ხვდება ერთ და იგივე ელემენტი ვალენტობის მიხედვით განლაგებისას სხვადასხვა ჯგუფში;
- რატომ არ დაუდო დ. მენდელეევმა ელემენტთა კლასიფიკაციას საფუძვლად ვალენტობა;
- რა აქტივობები განახორციელეთ საკითხის შესწავლისას;
რა დასკვნის გაკეთება შეგიძლიათ თქვენს მიერ განხორციელებული კლასიფიკაციის შემდგომ.
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:
- გადაიმეორეთ Minecraft-ის ქიმიური ლაბორატორიის ელემენტთა კონსტრუქტორის მოხმარების წესები.
- ელემენტთა ჯგუფები ერთმანეთისგან გამოყავით თქვენს მიერ არჩეული ინსტრუმენტით: ღობე, ბილიკი, ნიადაგის ფერი და ა.შ.
- ელემენტები დააკავშირე ბილიკებით.
- ინფორმაცის განსანთავსებლად გამოიყენეთ დაფები, არასათამაშო პერსონაჟები.
შექმნილი სამყარო გადაიღეთ კამერით და შეინახეთ პორტფოლიოში.
მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო
ჩამოტვირთეთ – ეს სამყარო დაგეხმარებათ წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.
სამყაროს სურათები
ფაილი 1, ფაილი 2 – სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.
ვიდეო პრეზენტაცია
მალე დაემატება – თავად მასწავლებლის მიერ მოთხორიბილი ამბავი ამ კომპლექსური დავალების განხორციელების შესახებ.