მენიუ დახურვა

ელემენტთა პერიოდულობის ცხრილი

ელემენტთა პერიოდულობის ცხრილი

პედაგოგი: მაია ქურციკიძე, ხვიჩა ბიძინაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის საჯარო სკოლა.

საფეხური, კლასი: საბაზო, მე-9კლასი

სამიზნე ცნება: ელემენტთა პერიოდულობის ცხრილი

შედეგები: ქიმ. საბ. 3, 8, 9

საკითხი: პერიოდულობის ცხრილი

კომპლექსური დავალების პირობა:

გაეცანით ქიმიური ელემენტების პერიოდულობის ცხრილს, ასევე პერიოდულობის კანონის აღმოჩენას და სისტემაში ელემენტების განთავსების კლასიფიცირების პრინციპებს, გაიგეთ უფრო მეტი ელემენტების ელექტრონული შრეებისა და ორბიტალების შესახებ.

წარმოიდგინეთ, რომ ისეთ სამყაროში ცხოვრობთ, რომელშიც მსოფლიო ჯერ არ არის შეთანხმებული ელემენტების პერიოდული ცხრილის ფორმასა და დახარისხებაზე. ამიტომ ელემენტთა შესაბამისი მარტივი ნივთიერებების ქიმიურ და ფიზიკურ თვისებებზე დაყრდნობით საჭიროა ასეთი ცხრილის შექმნა.

Minecraft-ის გამოყენებით, თქვენი შეხედულებისამებრ შექმენით ცხრილის მოცულობითი, ან ორგანზომილებიანი მოდელი. (ცხრილში განათავსეთ სულ მცირე 36 ელემენტი).

თქვენ მიერ შესრულებულ დავალებაში ხაზგასმით წარმოადგინეთ:

  • რა ნიშან-თვისების მიხედვით განალაგეთ ელემენტები თქვენს შექმნილ ცხრილში?
  • კიდევ რა თვისების მიხედვით შეგეძლოთ დაგეჯგუფებინათ ეს ელემენტები?
  • როგორ არის წარმოჩენილი თქვენს ცხრილში ელემენტების ცალკეული ჯგუფები: მეტალები, არამეტალები. ინერტული აირები და ა.შ.

როგორ ფიქრობთ, სრულყოფილი არის თუ არ თქვენი შექმნილი ცხრილი?

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

დავალების შესრულებამდე გაეცანით პერიოდული სისტემის შექმნის წინაპირობებს, გაიხსენეთ და ჩაინიშნეთ ცალკე სამუშაო ფურცელზე ჩამოწერეთ ქიმიური ელემენტების მახასიათებლები. მაგალითად ვალენტობა, ასევე ნივთიერებების ფიზიკო-ქიმიური თვისებები (დუღილისა და ლღობის ტემპერატურები, სიმკვრივე და ა.შ.)

ინფორმაციის განსათავსებლად გამოიყენეთ საინფორმაციო დაფები ან არასათამაშო პერსონაჟები.

გახსოვდეთ: არასათამაშო პერსონაჟის ჩასამატებლად და რედაქტირებისთვის უნდა ჩართოთ სამყაროს მშენებლის (World Builder) რეჟიმი. ამისათვის, დააჭირეთ Enter ღილაკს კლავიატურაზე, კონსოლის სტრიქონში /wb ბრძანება ჩაწერეთ და კვლავ Enter. პერსონაჟზე მუშაობის დასრულების შემდეგ სამყაროს მშენებლის რეჟიმის გამორთვა შეგიძლიათ იგივე მოქმედებით, კვლავ Enter ღილაკზე დაჭერით და კონსოლის სტრიქონში /wb ბრძანების შეყვანით.

რესურსებში არასათამაშო პერსონაჟის ფერადი კვერცხის ასარჩევად გამოიყენეთ Nature ჩანართი.

რესურსებში დაფების საპოვნელად გადადით ჩანართში Items;

არ დაგავიწყდეთ, დაფებზე ქართულად ინფორმაციის განთავსებისთვის იმუშავეთ Word-ის დოკუმენტში და ctrl c-თი მონიშნეთ და ctri v-თი გადაიტანეთ. სამუშაოს დასრულების ბოლოს სურათი გადაუღეთ თქვენს შესრულებულ ნამუშევარს, შეინახეთ პორტფოლიოში.

გაითვალისწინეთ, რომ სურათებში უნდა ჩანდეს ყველა თქვენ მიერ შექმნილი სცენის დეტალი, სურათები უნდა იყოს აწყობილი PDF ფაილებში. დავალებების შესრულებაში დაგეხმარებათ ვიდეოინსტრუქცია: იხილეთ ვიდეო

მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო

ჩამოტვირთეთ – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.

 

სამყაროს სურათები

ფაილი 1 – სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.

 

ვიდეო პრეზენტაცია

მალე დაემატება – თავად მასწავლებლის მიერ მოთხორიბილი ამბავი ამ კომპლექსური დავალების განხორციელების შესახებ.

Posted in ქიმია

მსგავსი რესურსები