პედაგოგი: მაკა შუბითიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლა.
საფეხური, კლასი: საბაზო, მე-8 კლასი.
სამიზნე ცნება: პერიოდული სისტემის გამოყენებით ქიმიური ელემენტების დახასიათება.
შედეგები: ქიმია VIII.10. 2, 3, 5.
საკითხი: პერიოდული სისტემის გამოყენებით ქიმიური ელემენტების დახასიათება.
კომპლექსური დავალების პირობა:
Minecraft-ის სამყაროში შექმნილი ქიმიური ლაბორატორიიდან სამწუხაროდ, დაიკარგა 4 ქიმიური ელემენტი. ეს ელემენტები ერთად აღებული, მარტივი და რთული ნივთიერებების ფორმით, წარმოადგენენ ჰაერის შემადგენელ კომპონენტებს. თქვენ იცით ჰაერის შედგენილობა და ვფიქრობ არ გაგიჭირდებათ ამ ელემენტების ამოცნობა.
თქვენი მიზანია, გამოიყენოთ პერიოდული სისტემის შესახებ თეორიული ცოდნა, იპოვოთ ამ სამყაროში გაბნეული ქიმიური ელემენტები და დააბრუნოთ ლაბორატორიაში. თითოეულ ელემენტზე მოიძიეთ ინფორმაცია მისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შესახებ. ეს თვისებები გადაიტანეთ საინფორმაციო დაფებზე, რომლებსაც განათავსებთ შესაბამის ელემენტთან. თითო დაფასთან თითო ელემენტი.
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:
- Minecraft-ის სამყაროში გაბნეული ელემენტების პოვნას შეძლებთ არა სათამაშო პერსონაჟის მიერ მოცემული მინიშნებებით, რომელსაც მიიღებთ მათზე მაუსის მარჯვენა ღილაკის დაკლიკებით.
- ქიმიური ელემენტების ძიების დროს გაითვალისწინეთ არა სათამაშო პერსონაჟის მიერ მოცემული კონკრეტული მითითებები, რათა ზუსტად ის ელემენტი ამოვიცნოთ, რომელიც გვჭირდება.
- გაითვალისწინეთ, რომ მაინკრაფტში ვერ ვწერთ ქართული შრიფტით, ამიტომ საჭიროა ჯერ ტექსტი დავწეროთ ვორდში შემდეგ კი ctrl+v კლავიშებით გადავიტანოთ შესაბამის დაფებზე.
მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო
ჩამოტვირთეთ – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.
სამყაროს სურათები
ფაილი 1 – სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.
ვიდეო პრეზენტაცია
მალე დაემატება – თავად მასწავლებლის მიერ მოთხორიბილი ამბავი ამ კომპლექსური დავალების განხორციელების შესახებ.