მენიუ დახურვა

ქიმიური ელემენტების მუზეუმი

პედაგოგი: მანანა ჭიკაძე, ქალაქ თბილისის №103 საჯარო სკოლა.

საფეხური, კლასი: მე-8, საბაზო.

სამიზნე ცნება: ელემენტთა პერიოდულობის ცხრილი.

შედეგები: ქიმ. საბ. 3, 8, 9.

საკითხი: ქიმიური ელემენტების პერიოდულობის კანონი და ცხრილი

კომპლექსური დავალების პირობა:

გაეცანით ქიმიური ელემენტების პერიოდულობის ცხრილის სტრუქტურას,  პერიოდულ სისტემაში ელემენტების განთავსების კლასიფიცირების პრინციპებს ჰიპერლინკი 1, შეგიძლიათ ნახოთ ტელესკოლის გაკვეთილი-პერიოდულობის ცხრილი და პერიოდულობის კანონი ჰიპერლინკი 2.  ელემენტების შესახებ  საინტერესო და მრავალფეროვანი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ელემენტების პერიოდულობის ცხრილს ჰიპერლინკი 3, სადაც სასურველი ელემენტის სიმბოლოზე კურსორის მიტანით და დაწკაპუნებით შეძლებთ შესაბამისი ინფორმაციის გაცნობას.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ სამშენებლო კომპანია, რომელსაც დაუკვეთეს მუზეუმის „ელემენტების პერიოდულობის ცხრილი“ მშენებლობა, სადაც დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს ელემენტების პერიოდულობის ცხრილის სტრუქტურას. Minecraft-ის გამოყენებით, თქვენი შეხედულებისამებრ შექმენით მუზეუმის  მოცულობითი ან ორგანზომილებიანი მოდელი. თქვენ თვითონ შეარჩიეთ პერიოდულობის ცხრილის ერთი პერიოდი და ერთი ჯგუფი, რომელსაც გამოიყენებთ თქვენი მოსაზრებების  მუზეუმში წარმოსაჩენად.

თქვენ მიერ შექმნილ მუზეუმში  ხაზგასმით  წარმოაჩინეთ:

  • რა პრინციპით არის დალაგებული ელემენტები პერიოდულობის ცხრილში;
  • რა არის პერიოდი, ჯგუფი;
  • რა არის პერიოდულობის კანონის, ჯგუფის ნომრის ფიზიკური აზრი;

რა ინფორმაციის მიღება შეიძლება ელემენტების შესახებ პერიოდულობის ცხრილიდან (წარმოადგინეთ ეს ინფორმაცია თქვენი შერჩეული ერთი ელემენტისთვის).

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

თუ რომელიმე თქვენგანს არ აქვს წვდომა თამაშზე, შეგიძლიათ ჯგუფის წევრებმა ცალკე მოამზადოთ მასალები და შემდეგ დანიშნოთ შეხვედრა თიმსში, სადაც ჯგუფის წევრი, რომელსაც აქვს მაინქრაფტი გადმოწერილი და შეუძლია შენება, გააზიარებს ეკრანს და ყველამ ერთად იმუშაოთ დავალებაზე.

სამუშაოს დასრულების შემდეგ გააკეთეთ პორტფოლიო, სადაც იქნება სამყაროში გადაღებული სურათები PDFფაილის სახით, ინსტრუქციის მიხედვით შენახული და გადმოგზავნილი სამყარო, საპრეზენტაციო მასალა.

 

მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო

მალე დაემატება – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.

 

სამყაროს სურათები

მალე დაემატება – სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.

 

ვიდეო პრეზენტაცია

მალე დაემატება – თავად მასწავლებლის მიერ მოთხრობილი ამბავი ამ კომპლექსური დავალების განხორციელების შესახებ.

Posted in ქიმია

მსგავსი რესურსები