პედაგოგი: მარიამ ჭელიძე, ქალაქ ზესტაფონის №1 საჯარო სკოლა
საფეხური, კლასი: საბაზო, VIII კლასი
სამიზნე ცნება: ფუნქცია, ჯანმრთელობა
შედეგები: 11, 12, 13
საკითხი: ადამიანის შეგრძნების ორგანოების ფუნქცია და მათი ჯანმრთელობის დაცვა
კომპლექსური დავალების პირობა:
გაეცანით ინფორმაციას (ჰიპერლინკი-1) შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობისა და მათი დაცვის შესახებ.
წარმოიდგინეთ, რომ ხართ ჯანდაცვის სფეროს ჯგუფი, რომელის მიზანია აამაღლოს მოსახლეობის ცნობიერება შეგრძნების ორგანოების ფუნქციისა და მათი დაცვის მნიშვნელობის შესახებ. ამისათვის მაინქრაფტში უნდა შექმნათ სამყარო.
თქვენს მიერ შექმნილ სამყაროში წარმოაჩინეთ:
- შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობა;
- შეგრძნების ორგანოების დამაზიანებელი ფაქტორები და მათგან დაცვის პრაქტიკული რჩევები;
- შეარჩიეთ ლანდშაფტი სადაც შექმნით შემეცნებით გარემოს.
- ააშენეთ მუზეუმი შენობა , ან მოაწყვეთ ღია სივრცე , სადაც ვიზუალურად წარმოადგენთ გრძნობათა ორგანოების თვისებებს.
- სივრცეში საჭიროებისამებრ განათავსეთ საინფორმაციო დაფები და არა სათამაშო პერსონაჟები და განათავსეთ მათზე შესაბამისი ინფორმაცია.
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:
- გამოიყენეთ ახალი ვიდეოგაკვეთილები რომლებიც თქვენი იდეების განხორციელებაში გამოგადგებათ.
მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო
ჩამოტვირთეთ – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.
სამყაროს სურათები
ფაილი 1, ფაილი 2 – სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.
ვიდეო პრეზენტაცია
მალე დაემატება – თავად მასწავლებლის მიერ მოთხრობილი ამბავი ამ კომპლექსური დავალების განხორციელების შესახებ.