მენიუ დახურვა

გეომეტრიული ობიექტები ჩემი სკოლის ეზოში

პედაგოგი: მარიამ გეგნაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის №1 საჯარო სკოლა

საფეხური, კლასი: დაწყებითი, VI კლასი

სამიზნე ცნება: გეომეტრიული ობიექტები; ზომა და გაზომვის საშუალებები;

შედეგები: 3, 7, 9, 10,

საკითხი:  კუბისა და მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობა, ფინანსური წიგნიერება

კომპლექსური დავალების პირობა: 

დასახლებაში, გარეული ცხოველები ხელს უშლიან (ყოველგვარი აგრესიის გარეშე, უბრალოდ დადიან წინ და უკან) მოსწავლეებს შესვენებების დროს სკოლის ბაღში დასვენებასა და განტვირთვაში. ამასთან, სკოლას ვერ გადაუწყვეტია, რა ფორმის ბაღი გააშენოს, რადგან უნდა, რომ ოპტიმალური სივრცე (80მ პერიმეტრის ოთხკუთხედის ფორმით) ჰქონდეს, მასში მეტი მოსწავლე რომ დაეტიოს ერთდროულად. ამ პრობლემების გადასაჭრელად კი დასახლების საკრებულომ მოიწვია მეცნიერთა და პროფესიონალთა გუნდი (მოსწავლეთა ჯგუფი) სხვადასხვა პროფესიებიდან (ლანდშაფტის დიზაინერი, ინჟინერი, ზოოლოგი, გეოლოგი, ფინანსისტი და ა. შ.); დასახლებაში არის მიწისქვეშა გამოქვაბულები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იყოს კრეატიული მიზნებისთვის.

 იმუშავეთ ჯგუფებში, გაინაწილეთ პროფესიები, Minecraft-ში შექმენით სამყაროს მაკეტი – სკოლის ეზო, ღობე და შენობები სკოლის გეგმის ნახაზის შესაბამისად და პროფესიონალების მიერ დაგეგმილი ბაღი თვალსაჩინოდ წარმოადგინეთ. გამოითვალეთ სკოლის შენობისა და დამხმარე ნაგებობის მოცულობები და სრული ზედაპირის ფართობი, ასევე ერთნაირი 40 მ პერიმეტრის, განსხვავებული ოთხკუთხედის ფორმის მქონე  თითოეული საყვავილე ნაკვეთის ფართობი და შეადარეთ ერთმანეთს (სულ  პერიმეტრი 80 მ); გამოიტანეთ დასკვნა; Minecraft-ის ფილები კუბის ფორმისაა და თითოეულის მოცულობა 1მ3-ია. გამოთვლები წარმოადგინეთ Word-ის ფაილში ან თავად სამყაროში დაფების ან არასათამაშო პერსონაჟების დახმარებით.

„შეიძინეთ“ ყვავილები და ხეები და დარგეთ წინასწარ მომზადებულ სივრცეებში შემდეგი პირობით: 1მ2-ზე შესაძლებელია ერთი ნერგის დარგვა; სხვადასხვა ყვავილს სხვადასხვა ფასი აქვს (წინასწარ მოიძიეთ ან შეთანხმდით ფასებზე); სხვადასხვა საყვავილეში განსხვავებული სახეობის ყვავილის ნერგები დარგეთ. წარმოადგინეთ Excel-ის შაბლონის გამოყენებით ყვავილების ხარჯთაღრიცხვა.

თქვენ მიერ შესრულებულ დავალებაში ხაზგასმით წარმოადგინეთ: 

  • Minecraft-ში შექმნილი თქვენი სკოლის სამყაროს მაკეტი;
  • სკოლის შენობისა და დამხმარე ნაგებობის მოცულობებისა  და სრული ზედაპირის ფართობები და საყვავილეების ფართობების გამოთვლისა და შედარების ჩანაწერები;
  • ყვავილების ხარჯთაღრიცხვა;
  • „სკოლის ბაღის“ პრეზენტაცია, გნებავთ PowerPoint-ში, ვიდეოს სახით ან Minecraft-ის სამყაროში სურათებით, რომლებიც ასახავს დავალების შესრულების შედეგსა და/ან მუშაობის პროცესს;

უპასუხე შეკითხვებს:

  • როგორ გამოთვალე მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობა?
  • როგორ გამოთვალე კუბის მოცულობა?
  • რა ერთეულებში ზომავენ მოცულობას?
  • რამდენი სმ3-ია 1 ლიტრი?
  • რამდენი ლიტრია 1 მ3?
  • რამდენჯერ აღემატება 1მ3 1 ლიტრს?
  • როგორ გამოთვალე მართკუთხა პარალელეპიპედის სრული ზედაპირის ფართობი?
  • როგორ გამოთვალე კუბის სრული ზედაპირის ფართობი?
  • რა ერთეულებში ზომავენ ფართობს?
  • როგორ დაადგინე ერთნაირი პერიმეტრის მქონე სხვადასხვა ოთხკუთხედების განზომილებები?
  • რა ერთეულებში ზომავენ პერიმეტრს?
  • როგორ გამოთვალე მართკუთხედის ფართობი?
  • როგორ გამოთვალე კვადრატის ფართობი?
  • რა დასკვნა გამოიტანე საყვავილეების ფართობების შედარებისას?

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

გაითვალისწინეთ:

  • კუბისა და მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობის გამოსათვლელი ფორმულები (მათ. 6, ნაწ. 2, თ. ბექაური)
  • ბრტყელი ფიგურის ფართობის გამოსათვლელი ფორმულები;(მათ5, თ. ბექაური);
  • კავშირი სიგრძის, ფართობისა და მოცულობის ერთეულებს შორის

რესურსები, რომლებიც შეიძლება დაგჭირდეთ:

სამყაროს ჩამოტვირთვა

ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.

სამყაროს სურათები

სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.

დამხმარე რესურსები

სხვა სასწავლო რესურსები ან თარგები, რომლებიც მასწავლებელს დაეხმარება აქტივობის განხორციელებაში.

ვიდეო პრეზენტაცია

თავად მასწავლებლის მიერ მოთხორიბილი ამბავი ამ კომპლექსური დავალების განხორციელების შესახებ.

Posted in მათემატიკა

მსგავსი რესურსები