პედაგოგი: მარიამ გენგაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის №1 საჯარო სკოლა
საფეხური, კლასი: დაწყებითი, VI კლასი
სამიზნე ცნება: ალგებრული გამოსახულებები, განტოლებები, უტოლობები; კანონზომიერება
შედეგები: 3, 5, 6, 10
საკითხი: სიდიდის დაყოფა პროპორციულ ნაწილებად; ფინანსური წიგნიერება;
კომპლექსური დავალების პირობა:
უცხოელ ტურისტთა 5 ჯგუფი აპირებს საქართველოს ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას. მათ თბილისის აეროპორტში დახვდა ადგილობრივი ტურისტული კომპანიის 5 რეინჯერთა ჯგუფი ყველგანმავალი ავტომობილებით, I ჯგუფი აპირებს სათაფლიის დათვალიერებას, II ჯგუფი – კაცხის სვეტის, III ჯგუფი – ლაგოდეხის ნაკრძალის, IV ჯგუფი – მარტვილის კანიონის, ხოლო V ჯგუფი – შატილს დაათვალიერებინებს ტურისტებს, (ჯგუფებმა თავად შეარჩიეს მარშრუტები).
მოსწავლეთა ჯგუფებმა ამოხსენით ამოცანები: ჯგუფი1 – ამოცანა 1, ჯგუფი2 – ამოცანა 2, ჯგუფი3 – ამოცანა 3, ჯგუფი4 – ამოცანა 4, ჯგუფი5 – ამოცანა 5 და ამოხსნის ჩანაწერები წარმოადგინეთ word-ის ფაილში ან Minecraft-ის სამყაროში დაფებზე ან არასათამაშო პერსონაჟების დახმარებით, უყურეთ ვიდეოებს: სათაფლიაზე, კაცხის სვეტზე, ლაგოდეხის ნაკრძალზე, მარტვილის კანიონზე და შატილზე, მოიფიქრეთ მარტივი ბიზნეს გეგმა და ბიზნესისათვის მოიძიეთ ადამიანური რესურსები, ხარჯთაღრიცხვა კი წარმოადგინეთ Excel-ში მოწოდებული მზა შაბლონის მიხედვით (გასართობი ცენტრი, სასტუმრო, კოტეჯები, კემპინგი, რესტორანი, ზოოპარკი ან დენდროლოგიური პარკი, საცურაო აუზი), ააშენეთ Minecraft-ში სამყაროების მაკეტები და წარმოადგინეთ თქვენი ბიზნესი სამყაროში.
თქვენ მიერ შესრულებულ დავალებაში ხაზგასმით წარმოადგინეთ:
- ამოცანების ამოხსნის ჩანაწერები;
- Minecraft-ში თქვენ მიერ შექმნილი სამყაროს (ტურისტული მარშრუტის) მაკეტი;
- ბიზნესის ხარჯთაღრიცხვა;
- Minecraft-ის სამყაროს პრეზენტაცია Power Point-ში ან თავად სამყაროს ფოტოებით პორტფოლიოში ან ეკრანის ანაბეჭდით (სქრინით) PDF ფაილში.
უპასუხე შეკითხვებს:
- როგორ დაყოფთ რაიმე სიდიდეს მოცემული რიცხვების პროპორციულ ნაწილებად? (გამოიყენეთ წესი)
- როგორ დაყავი სიდიდე მოცემული რიცხვების პროპორციულ ნაწილებად შენს პირველ ამოცანაში?
- სიდიდეებს შორის როგორ დამოკიდებულებას ეწოდება პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება?
- პირდაპირპროპორციული დამოკიდებულების რა მაგალითები იცი?
- რატომაა სიდიდეთა შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულების დროს ამ სიდიდეთა ფარდობა მუდმივი?
- სიდიდეებს შორის როგორ დამოკიდებულებას ეწოდება უკუპროპორციული დამოკიდებულება?
- უკუპროპორციული დამოკიდებულების რა მაგალითები იცი?
- რატომაა სიდიდეთა შორის უკუპროპორციული დამოკიდებულების დროს ამ სიდიდეთა ნამრავლი მუდმივი?
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:
გაითვალისწინეთ:
- სიჩქარის, მანძილისა და დროის გამოსათვლელი ფორმულები
რესურსები, რომლებიც შეიძლება დაგჭირდეთ:
- ვიდეო ინსტრუქცია: ნარატივის ხელსაწყოები: მანიშნებლები, დაფები, არასათამაშო პერსონაჟები, სკივრები
- ვიდეო ინსტრუქცია: სამყაროს ექსპორტი – შენახვა მაინკრაფტის ფაილად
- ვიდეო ინსტრუქცია: სახლის აშენება: ბლოკების და მცენარეების დალაგება, სურათების გადაღება და PDF-ად შენახვა
- სათამაშო რეჟიმები და ნივთების შექმნა
- ნივთების შექმნა / ჰელიუმის ბუშტის დამზადება და გამოყენება
- ნივთების შექმნა / სასუქის დამზადება და გამოყენება
ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.
სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.
სხვა სასწავლო რესურსები ან თარგები, რომლებიც მასწავლებელს დაეხმარება აქტივობის განხორციელებაში.
თავად მასწავლებლის მიერ მოთხორიბილი ამბავი ამ კომპლექსური დავალების განხორციელების შესახებ.