პედაგოგი: მარიამ გენგაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის №1 საჯარო სკოლა
საფეხური, კლასი: მათემატიკა, დაწყებითი, VI კლასი
სამიზნე ცნება: მონაცემები; სიდიდეებს შორის დამოკიდებულება
შედეგები: 3,6,7,10,11,12,13
საკითხი: მონაცემთა საშუალო; მასშტაბი; ფინანსური წიგნიერება
კომპლექსური დავალების პირობა:
თბილისის ზოოპარკი ქალაქის შუაგულში 70 ჰექტარზეა გაშენებული და დისკომფორტს უქმნის ცხოველების ხმაური მოსახლეობას. ამასთან 2015 წლის 13 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ თბილისის ზოოლოგიური პარკის ქვემო ნაწილი მთლიანად გაანადგურა. ვოლიერებიდან გაიქცნენ ცხოველები და მალევე დააბრუნეს. ქალაქის მერიამ გადაწყვიტა ზოოლოგიური პარკის გადატანა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობებით (კლდეებით, ჩანჩქერებით, აუზებით). ამისათვის მერიამ მოიწვია პროფესიონალთა გუნდი სხვადასხვა პროფესიებიდან: ინჟინერი, ბოტანიკოსი, ზოოლოგი, არქიტექტორი, ფინანსისტი და ლანდშაფტის დიზაინერი.
წარმოიდგინეთ, რომ ხართ მოწვეულ პროფესიონალთა გუნდის წევრი, ჯგუფში გაინაწილეთ პროფესიები, ამოხსენით ამოცანები, ამოხსნის ჩანაწერები წარმოადგინეთ word-ის ფაილში ან Power point-ში სლაიდებზე, ააშენეთ Minecraft-ში ახალი ზოოლოგიური პარკი თბილისის ზღვასთან, გეომეტრიული ფიგურების ფორმის ვოლიერები და ეგზოტარიუმი ამოცანების პირობების გათვალისწინებით. ვოლიერებისა და ეგზოტარიუმის ნაგებობების რაოდენობა არაუმეტეს 6-ისა, ცხოველებისა და ფრინველების სახეობები – არანაკლებ 10-ისა; გამოიყენეთ ტელეპორტაცია, გაითვალისწინეთ Minecraft-ის ფილები კუბის ფორმისაა და თითოეულის მოცულობა 1მ3-ია.
მოიძიეთ 1982 წელს „საქართველოს წითელ წიგნში“ შეყვანილი ცხოველებისა და ფრინველების სახეობები და რაოდენობები, მონაცემები წარმოადგინეთ Excel-ის ცხრილის სახით და ააგეთ ამ მონაცემებით დიაგრამა Word-ში ან თავად სამყაროში
თქვენ მიერ შესრულებულ დავალებაში ხაზგასმით წარმოადგინეთ:
- ამოცანების ამოხსნის ჩანაწერები;
- Minecraft-ში ზოოპარკის მაკეტი;
- „საქართველოს წითელ წიგნში“ შეტანილი სახეობების რაოდენობაზე დამოკიდებულების ცხრილი და დიაგრამა;
- ზოოპარკის პრეზენტაცია, გნებავთ PowerPoint-ში, ვიდეოს სახით ან Minecraft-ის სამყაროში სურათებით, რომლებიც ასახავს დავალების შესრულების შედეგსა და/ან მუშაობის პროცესს;
უპასუხე შეკითხვებს:
- როგორ გამოთვალე რამდენიმე რიცხვის საშუალო არითმეტიკული?
- როგორ გამოთვალე მონაცემთა საშუალო სიხშირული ცხრილის მიხედვით?
- როგორ გამოთვალე საშუალო სიჩქარე მთელ გზაზე?
- როგორაა განლაგებული რიცხვით სხივზე მონაცემთა საშუალო, უდიდესი და უმცირესი მნიშვნელობების შესაბამისი წერტილები?
- რა შემთხვევაში იქნება მონაცემთა საშუალო უდიდესი ან უმცირესი მნიშვნელობის ტოლი?
- როგორ გაარჩევ მოცემული მასშტაბით ობიექტის ზომები შემცირებულია თუ გაზრდილი?
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:
გაითვალისწინეთ:
- მონაცემთა საშუალოს გამოთვლა და გამოყენება (მათ.6,ნაწილი2 ბექაური, საგინაშვილი);
- ფართობის, მოცულობის გამოსათვლელი ფორმულები;
- სიჩქარის, მანძილის, დროის გამოსათვლელი ფორმულები
რესურსები, რომლებიც შეიძლება დაგჭირდეთ:
- ვიდეო ინსტრუქცია: ნარატივის ხელსაწყოები: მანიშნებლები, დაფები, არასათამაშო პერსონაჟები, სკივრები
- ვიდეო ინსტრუქცია: სამყაროს ექსპორტი - შენახვა მაინკრაფტის ფაილად
- ვიდეო ინსტრუქცია: სახლის აშენება: ბლოკების და მცენარეების დალაგება, სურათების გადაღება და PDF-ად შენახვა
- სათამაშო რეჟიმები და ნივთების შექმნა
- ნივთებისშექმნა / ჰელიუმისბუშტისდამზადება და გამოყენება
- ნივთებისშექმნა / სასუქისდამზადება და გამოყენება
- ტელეპორტაცია და ტელეპორტის გაკეთება
- ბიომები, ანუ გამზადებული ეკოსისტემები
მაინკრაფტის სამყარო
ჩამოტვირთვა – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.
სამყაროს სურათები
ფაილი 1, ფაილი 2 – სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.
დამხმარე რესურსები
ვიდეო პრეზენტაცია
მალე დაემატება – თავად მასწავლებლის მიერ მოთხორიბილი ამბავი ამ კომპლექსური დავალების განხორციელების შესახებ.