მენიუ დახურვა

ატომის აგებულება

პედაგოგი: მარინა ისკაკოვა, ქალაქ ქუთაისის №33 საჯარო სკოლა.

საფეხური, კლასი: მე-8, საბაზო.

სამიზნე ცნება: ელემენტთა პერიოდულობის ცხრილი.

შედეგები: 2, 10, 13

საკითხი: ატომი შედგება ბირთვისა და მის გარშემო შრეებზე კანონზომიერად განთავსებული მოძრავი ელექტრონებისგან;

კომპლექსური დავალების პირობა:

თქვენს მიერ შექმნილ საპრეზენტაციო სამყაროში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

    • ელემენტის ადგილმდებარეობა პერიოდულ სისტემაში;
    • ატომის შემადგენლობა/აღნაგობა;
    • იზოტოპების და მათი გავრცელება
    • იზოტოპების მნიშვნელობა ადამიანის ყოფა-ცხოვრებასა და წარმოებაში მათი გამოყენების თვალსაზრისით.

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

    1. სურვილის მიხედვით გადანაწილდით არხებში . ყველა საჭირო ვიდეო ინსტრუქცია არის მოთავსებული Class Notebook-ში.
    2. არხის ფარგლებში დაგეგმეთ შეხვედრა  ვიდეო ინსტრუქცია
    3. შეხვედრამდე ყველამ უნდა წინასწარ Word-ის ფაილის სახით შეაგროვოს ყველა საჭირო მასალა, ლინკი, სურათი და ატვირთოს არხის Files-ში
    4. გუნდის ჩართვის დროს კაპიტანი შედის Minecraft-ში და უზიარებს ეკრანს დანარჩენებს ერთობლივი მუშაობისათვის
    5. რას ვაკეთებთ Minecraft-ში:
      • საინფორმაციო დაფას
      • ელემენტის კუბს
      • არა სათამაშო სუბიექტს (ვაწერთ თქვენ სახელს), რომელსაც აქვს მიმაგრებული ლინკით საჭირო მასალა ვიდეო ინსტრუქცია „ლაბორანტთან“ მოთავსებულია ელემენტების კონსტრუქტორი, სადაც შეგიძლიათ შექმნათ თქვენი ელემენტის ატომის აგებულების სქემა, დასკრინოთ (კლავიში PrtSc) და შეინახოთ სურათის სახით.
      • წიგნს, რომელსაც ასკრინავთ და შეინახავთ Word-ის ან Pdf ფაილში, რომელსაც ამაგრებთ +Add Work-ში
      • აკეთებთ პორტფოლიოს, სადაც იქნება დასურათებული თქვენი ერთობლივი სამყარო, PDF ფაილს ამაგრებთ +Add Work
      • სამყაროს იმპორტით შექმნილი შესაბამისი ფაილს ამაგრებთ +Add Work-ში ვიდეო ინსტრუქცია
    1. +Add Work-ში უნდა იყოს სამი ფაილი: პორტფოლიოს, წიგნი, სამყარო

სანამ დავალების შესრულებას დაიწყებ, დაფიქრდი:

    • რას გააკეთებ დამოუკიდებლად;
    • რაში დაგჭირდება დახმარება;
    • რას უნდა მიაქციო ყურადღება დავალების შესრულების დროს
    • პრეზენტაციისას დამატებით ისაუბრე:
    • რამდენად კარგად გაართვი თავი დავალებას;
    • რა არის მთავარი დავალებაში;

აღწერე დავალების შექმნის პროცესი

მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო

ჩამოტვირთეთ – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.

 

სამყაროს სურათები

მალე აიტვირთება – სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.

 

ვიდეო პრეზენტაცია

მალე დაემატება – თავად მასწავლებლის მიერ მოთხრობილი ამბავი ამ კომპლექსური დავალების განხორციელების შესახებ.

Posted in ქიმია

მსგავსი რესურსები