პედაგოგი: ნათელა მეტრეველი, ქალაქ მარნეულის №5 საჯარო სკოლა
საფეხური, კლასი: საბაზო, IX კლასი
სამიზნე ცნება: სასიცოცხლო თვისება
შედეგები: ბიოლ.საბ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9
საკითხი: წყლის ციკლი
კომპლექსური დავალების პირობა:
გაეცანით ინფორმაციას (იხილეთ ბმული) როგორ ხდება დედამიწაზე წყლის წრებრუნვა.
წარმოიდგინეთ, რომ ხართ არქიტექტორი. თეორიული ცოდნის გამოყენებით ააგეთ სქემა, სადაც ნათლად გამოჩნდება დედამიწაზე წყლის წრებრუნვის პროცესი.
თქვენს მიერ აშენებულ სქემაში:
დაასაბუთეთ ცალკეული ნივთიერებების ფუნქცია.
განათავსეთ საინფორმაციო დაფები, რომელზეც აღწერთ ცალკეული კომპონენტების დანიშნულებას და ფუნქციას.
განათავსეთ არასათამაშო პერსონაჟები, რომლებსაც დაარქმევთ სახელებს და მიანიჭებთ ფუნქციებს.
დავალებას ასრულებთ ჯგუფურად. ჯგუფის წევრები ერთმანეთთან საუბრობთ, აჯერებთ აზრებს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იწყებთ დავალების შესრულებას.
მუშაობის დასრულების შემდეგ გადაუღეთ სურათები ,გამოიყენეთ კამერა და პორთფოლიო და შეინახეთ PDF ფაილად, ასევე მიგზავნით სამყაროს დაექსპორტებულ ვერსიას.
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:
არასათამაშო პერსონაჟის ჩასამატებლად და რედაქტირებისას არ დაგავიწყდეთ სამყაროს მშენებლის (World Builder) რეჟიმის ჩართვა, ხოლო შემდეგ გამორთვა /wb ბრძანების შეყვანით.
მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო
ჩამოტვირთეთ – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.
სამყაროს სურათები
ფაილი 1, ფაილი 2 – სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.