მენიუ დახურვა

მიტოზი

პედაგოგი: ნათელა მეტრეველი, ქალაქ მარნეულის №5 საჯარო სკოლა

საფეხური, კლასი: საბაზო, IX კლასი

სამიზნე ცნება: სტრუქტურა, ფუნქცია

შედეგები: 1, 2, 5, 9

საკითხი:  მიტოზი

 

კომპლექსური დავალების პირობა: 

გაეცანით ინფორმაციას  უჯრედის სასიცოცხლო ციკლის შესახებ.  

 

წარმოიდგინეთ, რომ ხართ არქტიტექტორი. Minecraft-ის სამყაროში შექმენით (ააგეთ) მიტოზის მოდელისადაც ნათლად გამოჩნდება  თითოეული ფაზის მიმდინარეობა და შემადგენელი კომპონენტები.  

 

თქვენს მიერ შექმნილ გარემოში წარმოაჩინეთ: 

მიტოზის ფაზები : პროფაზა, მეტაფაზა, ანაფაზა, ტელოფაზა.  

კავშირები თითოეულ ფაზას შორის.  

რა არის მიტოზის ბიოლოგიური არსი.  

განათავსეთ საინფორმაციო დაფები და მასზე დაიტანეთ ინფორმაცია მიტოზის შესახებ. 

გამოიყენეთ არასათამაშო პერსონაჟები, რომლებიც იძლევიან გარკვეულ მითითებებს.  

 

 

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

 

ყურადღებით გაეცანით მოცემულ ბმულებს. (გახსენით Ctrl+Enter). 

არასათამაშოპერსონაჟის ჩასამატებლად და რედაქტირებისასარ დაგავიწყდეთსამყაროს მშენებლის (World Builder) რეჟიმისჩართვახოლო შემდეგ გამორთვა/wbბრძანების შეყვანით.  

რესურსებშიარასათამაშოპერსონაჟისფერადი კვერცხისასარჩევად გამოიყენეთ “Nature” ჩანართი.  

მუშაობის დასრულების შემდეგ  გადაუღეთ სურათები , გამოიყენეთ კამერა და პორთფოლიო და შეინახეთ PDF ფაილად, ასევე მიგზავნით სამყაროს დაექსპორტებულ ვერსიას. 

მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო

მალე დაემატება – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.

 

სამყაროს სურათები

ფაილი 1– სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.

 

ვიდეო პრეზენტაცია

მალე დაემატება – თავად მასწავლებლის მიერ მოთხრობილი ამბავი ამ კომპლექსური დავალების განხორციელების შესახებ.

Posted in ბიოლოგია

მსგავსი რესურსები