პედაგოგი: ნინო კიკნაძე, შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ ხაშურის №9 საჯარო სკოლა
საფეხური, კლასი: დაწყებითი, VI კლასი
სამიზნე ცნება: ბიომრავალფეროვნება
შედეგები: 1, 2
საკითხი: საბინადრო გარემო
კომპლექსური დავალების პირობა:
გაეცანით ინფორმაციას საბინადრო გარემოებსა და მათში მცხოვრები ორგანიზმბის შესახებ (დანართი1). თქვენი დავალებაა: შექმნათ სხვადასხვა ტიპის საბინადრო გარემო, სადაც ცხოვრობენ ამ გარემოში ბინადარი ცოცხალი ორგანიზმები. ამისათვის:
- ცარიელ სამყაროში შექმენით ოთხი განსხვავებული ტიპის საბინადრო გარემო: უდაბნო, ტყე, არქტიკა/ანტარქტიდა (პირობითად), წყალი. დაასახლეთ შესაბამისი ცოცხალი ორგანიზმებით.
- ცოცხალი ორგანიზმების ჩამონათვალიდან (დანართი2), ამოარჩიეთ და სწორად განალაგეთ ისინი შესაბამის გარემოში.
- აღწერეთ თითოეული ორგანიზმის სხეულის ის თავისებურებები და შეგუებულობები, რომლითაც ახერხებენ ისინი იმ კონკრეტულ გარემოში არსებობას.
- სურვილის მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ სხვა ორგანიზმები.
- თითოეული გარემოს დასრულებისას გადაიღეთ სურათები, ინფორმაციის ანაბეჭდები, შეინახეთ პორთფოლიოში და გამომიგზავნეთ PDF ფაილის სახით.
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:
- გარემოები ერთმანეთთან დააკავშირეთ ბილიკით.
- რა თქმა უნდა შეიძლება გაგიჭირდეთ მაინკრაფტში ზოგიერთი ცოცხალი ორგანიზმის მოძიება. ამისათვის შეგიძლიათ მოიფიქროთ რამე ალტერნატივა და კრეატიული გამოსავალი.
- განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ წყლის რესურსს, თუ წინასწარ არ მოუმზადებთ სათავსოს, ის ერთ ადგილას არ ჩერდება და გადმოდინდება, შეიძლება ამან არასასურველ შედეგამდე მიგიყვანოთ.
- შეგიძლიათ დამატებითი ინფორმაცია მოიძიოთ ინტერნეტში.
- ინფორმაცია ორგანიზმების შეგუებულობების შესახებ განათავსეთ დაფებზე, მანიშნებლებზე ან დაიხმარეთ არასათამაშო პრსონაჟი.
- გთავაზობთ ვიდეორგოლებს მასალის შენახვასა და არასათამაშო პერსონაჟების შესახებ.
- https://www.youtube.com/watch?v=jyYJxXjeUT8
- https://www.youtube.com/watch?v=cKdfa7Jnf7Y
დანართი 1.
საბინადრო გარემო არის ყველაფერი, რაც ცოცხალი გარშემოა ბუნებაში. ორგანიზმების ნაწილი საარსებო გარემოდ ირჩევს წყალს, სხვები ხმელეთს ან ნიადაგს. თითოეულ საცხოვრებელ გარემოში ბინადრობას ორგანიზმები სხვადასხვა გზით ეგუებიან, რადგან იქ განსხვავებული პირობებია. არსებობისათვის ორგანიზმებმა პირველ რიგში უნდა შეძლონ საკვების მოპოვება და მტრისგან თავის დაცვა. ამისათვის ისინი რაც შეიძლება სწრაფები უნდა იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაიღუპებიან. მათი სხეულის ნაწილები კი ისეა აგებული, რომ მათ სწრაფ გადაადგილებაში და თავის დაცვაში ეხმარება.
ხშირად მონათესავე ცხოველები ბინადრობენ განსხვავებულ გარემოში და ამიტომ ისინი განსხვავებულ შეგუებულობებს იძენენ. მაგალითად: ხმელეთის კუ და წყლის კუ, თეთრი დათვი და მურა დათვი.
ისევე როგორც ცხოვლებს, მცენარეებსაც ახასიათებთ მთელი რიგი შეგუებულობებისა, რომლებიც მათ გამრავლებაში, განსახლებაში და გადარჩენაში ეხმარებათ.
დანართი 2.
საბინადრო გარემო
უდაბნო | ტყე | ყინული | წყალი |
დათვი უდაბნოს მელა თევზი |
აქლემი მელა მგელი |
თეთრი დათვი პინგვინი წყალმცენარე |
კაქტუსი წყლის კუ არქტიკული მელა |
სამყაროს სურათები
ფაილი 1, – სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.