მენიუ დახურვა

მონოჰიბრიდული შეჯვარება

პედაგოგი: ნინო პოპიაშვილი, ქალაქ მცხეთის №1 საჯარო სკოლა

საფეხური, კლასი: საბაზო, IX კლასი

სამიზნე ცნება: სასიცოცხლო თვისებები

შედეგები: 1, 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 10

საკითხი:  მონოჰიბრიდული შეჯვარება

 

კომპლექსური დავალების პირობა: 

გაით მონოჰიბიდული შეჯვარების მნიშვნელობას, ასევე, მენდელის პირველ და მეორე კანონს. 

იცით, რომ მენდელმა ცდების ჩატარება დაიწყო ბარდაზე. მან, პირველ ეტაპზე მიიღო ორი მთავარი კანონზომიერება (ერთგვაროვნებისა და დათიშვის კანონები).  გამოკვეთა დომინანტური და რეცესიული ფორმები. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ბარდის მწვანე ფორმა (რეცესიული) გაცილებით გემრიელია. 

 

წარმოდგინეთ, რომ თქვენ ხართ მეწარმე და გინდათ თქვენი ბიზნესი მომგებიანად წარიმართოს. როგორ უნდა მოიქცეთ და რა გათვლები უნდა აწარმოოთ, რომ არ გაკოტრდეთ და მომხმარებლებიც კმაყოფილები დარჩნენ. 

 

აღნიშნული დავალება უნდა წარმოადგინოთ: 

მაინკრაფტში აშენებული სამყაროს სახით; 

ობიექტებ წარწერებით; 

წარმოაჩთ ეჯვარების პრინციპები და კანონზომიერებები; დათიშვის პროცენტულ მაჩვენებლებ, თუ რა რაოდენობის თესლი მიიღება სხვადასხვა ზიგოტური წყვილების შეჯვარებით;

დასახეთ გზები, რომელიც გამოგადგებათ კარგი მოსავლის აღებისათვიდა გააკეთეთ პრეზენტაცი არგუმენტირებული მსჯელობით.

 

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

 

ჯერ შემოღობეთ რამდენიმე ნაკვეთი. მასში განათავსეთ წმინდა ხაზების ნარგავები. წინ გაუკეთეთ დაფები სადაც ლათინური ასოებით დააწერთ ჰომოზიგოტებს. შემდეგ ბაღებში, F1 – თაობას, შემდეგ მათ შემდეგს – F2.  იქვე ასაუბრეთ გენეტიკოსი ან ფერმერი, რომელიც გააკეთებს მათემატიკურ გათვლებს დათიშვების შესახებ.  დასკვნა, გამოკვეთეთ. 

მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო

მალე დაემატება – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.

 

სამყაროს სურათები

ფაილი 1 – სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.

 

დამხმარე რესურსები

სცენარი – [სხვა სასწავლო რესურსები ან თარგები, რომლებიც მასწავლებელს დაეხმარება აქტივობის განხორციელებაში].

 

ვიდეო პრეზენტაცია

მალე დაემატება – თავად მასწავლებლის მიერ მოთხრობილი ამბავი ამ კომპლექსური დავალების განხორციელების შესახებ.

Posted in ბიოლოგია

მსგავსი რესურსები