მენიუ დახურვა

უსაფრთხოება ლაბორატორიაში

უსაფრთხოება ლაბორატორიაში
პედაგოგი: თამარ ხუციშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლა. საფეხური, კლასი: მე-8, საბაზო. სამიზნე ცნება: უსაფრთხოება. შედეგები: ქიმ. საბ. 11, 13. საკითხი: ქიმიური ლაბორატორიის უსაფრთხოების წესები. კომპლექსური დავალების პირობა: წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ქიმიკოსი, რომელმაც უნდა ააგოს ახალი ქიმიური ლაბორატორია უსაფრთხოების წესების სრული დაცვით. გაეცანით ლაბორატორიის უსაფრთხოების ნორმები და შეადგინეთ წესების ჩამონათვალი, რომლებიც უნდა დაიცვათ ქიმიურ ლაბორატორიაში ყოფნისას. ქიმიის ლაბორატორიაში უსაფრთხოების წესების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ მოცემულ ბმულებზე განთავსებული ინფორმაცია: ჩამონათვალში გათვალისწინებული უნდა იყოს დამცავი საშუალებები, ლაბორატორიაში ჩაცმულობის წესები, უსაფრთხოების ნორმები. ქიმიური ნივთიერებების, მათ შორის მომწამლავი (მავნე) ნივთიერებების განთავსების წესები შესაბამის ადგილებსა თუ კონტეინერებში. ჩამონათვალის შედგენის შემდეგ თანაკლასელებთან ერთად Mainecraft-ის სამყაროში, ააშენეთ და ტექნიკურად აღჭურვეთ ქიმიური ლაბორატორია. შექმენით ქიმიური ელემენტებისა და ნაერთების საწყობი. გაითვალისწინეთ, რომ ქიმიური ლაბორატორია არის ადგილი, სადაც დადგენილია ქცევის მკაცრი წესები, რომელთა დაცვაც ყველასათვის სავალდებულოა. ქიმიის ლაბორატორიაში, სათანადო ადგილებში დადგით არასათამაშო პერსონაჟები და დაფები, ან შექმნათ უსაფრხოების სახელმძღვანელო და მოათავსეთ სკივრში. სამუშაოს დასრულების შემდეგ სამყარო შეინახეთ ცალკე ფაილად. სამყაროს ფაილები გააზიარეთ Class Notebook-ის Callaboration Space-ის განყოფილებაში. თქვენ მიერ შესრულებულ დავალებაში ხაზგასმით წარმოადგინეთ:
  • უსაფრთხოების რა ნორმები გაითვალისწინეთ მშენებლობის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე.
  • რა პრინციპით გაანაწილეთ ოთახებში ლაბორატორიული ხელსაწყოები.
  • რა პრინციპით დაახარისხეთ საწყობში ქიმიური ელემენტები და ნაერთები.
  • რა უსაფრთხოების წესების ცოდნაა საჭირო ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობისას.
პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე:
  • რა არის მთავარი დავალებაში;
  • აღწერე დავალების შექმნის პროცესი;
  • როგორ გადაანაწილეთ ჯგუფში მოვალეობები;
  • რა კრიტერიუმის მიხედვით განათავსეთ ინფორმაცია დაფაზე.
დამატებით ისაუბრე:
  • რამდენად კარგად გაართვი თავი დავალებას;
  • რას შეცვლიდი, ხელახლა რომ აკეთებდე დავალებას.
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის: დავალებას ასრულებთ ჯგუფურად. ჯგუფის წევრები ერთმანეთთან საუბრობთ, აჯერებთ აზრებს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იწყებთ დავალების შესრულებას. დავალებაზე მუშაობის დაწყებამდე დაფიქრდით და გაინაწილეთ ფუნქციები:
  • ვინ იქნება Minecraft-ის კაპიტანი და ჯგუფის წევრი;
  • რას გააკეთებ დამოუკიდებლად;
  • რაში დაგჭირდება დახმარება;
  • რას უნდა მიაქციო ყურადღება დავალების შესრულების დროს.
MInecraft Education Edition-ის გამოყენების ვიდეო ინსტრუქციები:

მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო

ჩამოტვირთეთ – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.

სამყაროს სურათები

ფაილი 1, ფაილი 2, ფაილი 3 – სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.

ვიდეო პრეზენტაცია

მალე დაემატება – თავად მასწავლებლის მიერ მოთხრობილი ამბავი ამ კომპლექსური დავალების განხორციელების შესახებ.

Posted in ქიმია

მსგავსი რესურსები