პედაგოგი: თამარ ჭიპაშვილი, ქალაქ ბაღდათის №2 საჯარო სკოლა
საფეხური, კლასი: დაწყებითი, V კლასი
სამიზნე ცნება: მოქმედებები რიცხვებზე, გეომეტრიული ობიექტები, მონაცემები
შედეგები: 3,7,8,10
საკითხი: წილადი
კომპლექსური დავალების პირობა:
წარმოიდგინეთ რომ მონაწილეობას იღებთ ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც მიზნად ისახავს კურორტ ,,ზეკარი“-ის განვითარებას. კონკურსის პირობები და მონაცემები მოცემულია ბმულში
- მითითებული მონაცემების მიხედვით დაითვალეთ კურორტის ინფრასტრუქტურისათვის საჭირო ნაგებობების ფართობები.
- მიღებული შედეგების მიხედვით მოახდინეთ კურორტის განაშენიანება.
- შექმენით კურორტის მაკეტი Minecraft-ის სამყაროში.
Minecraft-ში მშენებლობის დაწყებისას გაითვალისწინეთ:
- ბლოკი კვადრატის ფორმისაა და მისი წახნაგის ფართობი 1მ2-ია.
- მოცემული კურორტის ინფრასტრუქტურა შედგება რამოდენიმე ნაწილისაგან.(სასტუმრო,ეზო,მოედანი,აუზი,ტყე,საპიკნიკე სივრცე)
- დავალების შესრულებას ვიწყებთ რიგის მიხედვით და ვთვლით ფართობებს თანმიმდევრობით, ვითვალისწინებთ ნაგებობების საერთო ფართობს (800 მ2)
- დავალების მიზანია თქვენს მიერ გამოთვლილი ფართობები ზუსტად ემთხვეოდეს ნაგებობების ფართობს.
- შექმნილ სამყაროს გადაუღეთ ფოტოები შეინახეთ PDF ფორმატში.
- Minecraft-ის სამყარო და ფოტოები წარმოადგინეთ საერთო სარგებლობის ჯგუფში გაკვეთილზე.
გამოთვლების სანახავად იხილეთ ბმული
კურორტ ზეკარზე ინფორმაცია მოცემულია ლინკზე: https://travelingeorgia.com/ka/resorts/resort-zekari/
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:
- დავალების სრულფასოვნად შესასრულებლად გაიხსენეთ ჩვენს მიერ შესწავლილი საკითხები წილადთან დაკავშირებით:
- წილადი როგორც გაყოფის შედეგი.
- წესიერი წილადები მათი შეკრება და გამოკლება .
- მართკუთხედისა და კვადრატის ფართობი.
- ფართობის საზომი ერთეული.
მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო
ჩამოტვირთეთ – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.
სამყაროს სურათები
ფაილი – სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.
დამხმარე რესურსები
ვიდეო პრეზენტაცია
მალე დაემატება – თავად მასწავლებლის მიერ მოთხორიბილი ამბავი ამ კომპლექსური დავალების განხორციელების შესახებ.