პედაგოგი: თამარ ცნობილაძე, ქალაქ ქუთაისის №10 საჯარო სკოლა
საფეხური, კლასი: საბაზო, VII კლასი
სამიზნე ცნება: ცოცხალი სისტემა, სოკოების სამეფო
შედეგები: 4, 10, 11, 12
საკითხი: სოკოები – მტერი თუ მოყვარე
კომპლექსური დავალების პირობა:
ნაპოლეონ ბონაპარტის სიკვდილის საიდუმლოება აღელვებს დღესაც საზოგადოებას. მხედართმთავრის თმის ღერში მეცნიერებმა მომწამლავი ნივთიერება დარიშხანი აღმოაჩინეს. როგორ მოხვდა იგი ორგანიზმში? მეცნიერები ვარაუდობენ რომ ამაში ბრალი ობის სოკოს მიუძღვის. რადგან ნაპოლეონის ოთახის კედლები შეღებილი იყო მუქი მწვანე საღებავით, რომელიც დარიშხანს შეიცავდა. თბილ და ტენიან ამინდში ობის სოკო კედელზე გამრავლდა,საღებავიდან შხამი ჰაერში გავრცელდა. მაინკრაფტის გამოყენებით
შექმენი სამყარო ,,ობის სოკო მტერი თუ მოყვარე,,
გაეცანი ინფორმაციას, ეწვიე ბლოგს: https://learningbiology7.blogspot.com/p/blog-page_23.html
იმსჯელე სოკოების მნიშვნელობაზე და გაიხსენე რომელი დაავადებები ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. როგორ უნდა დავიცვათ თავი ინფექციების დროს.
- როგორ დაამტკიცებ რომ ობის სოკო სახიფათო მობინადრეა
- რით განსხვავდება სოკოები ერთმანეთისაგან.
- რა სასარგებლო თვისებები აქვს ობის სოკოს ადამიანისათვის
- რისი წარმოებისთვის გვჭირდება ობის სოკოები
- იმსჯელე სოკოს საფრთხეებსა და მნიშვნელობაზე
გაცნობილი და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე ააგე სამყარო მაინკრაფტის გამოყენებით.
ამ სამყაროში პირობითად კედლებზე მონიშნე ადგილები სადაც ობის სოკოს ჰიფები იქნება.
თაროებზე განალაგე სხვადასხვა კვების პროდუქტები. (კარტოფილი, პომიდორი, ბანანი, კექსის ნაჭერი, პური, ყველი და სხვ.)
პირობითად დააკვირდი რომელ პროდუქტზე განვითარდება სოკო.
ინფორმაციები განათავსე დაფებზე და მიუთითე სოკოს მიერ გამოწვეული, როგორც დადებითი ასევე უაროფითი შედეგები.
შეეცადე გაიგო მიღებული კვლევებით იყო თუ არა სოკო მიზეზი ნაპოლეონ ბონაპარტის გარდაცვალების.
მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო
მალე დაემატება – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.
სამყაროს სურათები
ფაილი 1, ფაილი 2 – სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.
ვიდეო პრეზენტაცია
მალე დაემატება – თავად მასწავლებლის მიერ მოთხრობილი ამბავი ამ კომპლექსური დავალების განხორციელების შესახებ.