პედაგოგი: თამარ ცნობილაძე, ქალაქ ქუთაისის №10 საჯარო სკოლა
საფეხური, კლასი: საბაზო, VII კლასი
სამიზნე ცნება: სტრუქტურა, ფუნქცია
შედეგები: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10
საკითხი: მიკრობები ჩვენს ირგვლივ
კომპლექსური დავალების პირობა:
შეისწავლეთ მიკროორგანიზმების ვირუსები, ბაქტერიების ნაირსახეობები. შექმენით სამყარო მაინქრაფტის გამოყენებით, ვირუსი როგორც სასიკვდილო და მეორე ჯგუფმა ვირუსი რომელმაც გადაარჩინა ადამიანი. ასევე ბაქტერიები სასარგებლო და საზიანო. გამოიყენე 7 კლასის სახელმძღვანელო, ასევე ვიკიპედია და ხან აკადემია.
პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ
- რა მნიშვნელობა აქვს ვირუსებისა და ბაქტერიების მრავალფეროვნების შენარჩუნებას.
- როგორ ავიცილოთ თავიდან ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული დაავადებები და რომელი ვირუსები და ბაქტერიები იცი.
- აღწერე აგებულება და ცხოველქმედება
- როგორ ფიქრობ რით ჰგავს და რა განასხვავებს ვირუსებს ბაქტერიებისაგან.
- როგორ ახსნი ფრაზას რომ მიკრობები განაგებენ სამყაროს.
მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო
მალე დაემატება – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.
სამყაროს სურათები
ფაილი 1 – სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.
ვიდეო პრეზენტაცია
მალე დაემატება – თავად მასწავლებლის მიერ მოთხრობილი ამბავი ამ კომპლექსური დავალების განხორციელების შესახებ.