მენიუ დახურვა

ღირშესანიშნაობა ჩემს ქალაქში – Sightseeing in my town

პედაგოგი: თეა ხუბუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის საჯარო სკოლა

საფეხური, კლასი: საბაზო, VIII კლასი

სამიზნე ცნება / შედეგები

ზეპირი კომუნიკაცია /  1 , 2, 3, 4, 5, 8; 

წერითი კომუნიკაცია /  1, 2, 3, 6, 7, 8 

საკითხი: ფუნქციური მაკროსამეტყველო მოქმედებები: აღწერა, თხრობა, ახსნაგანმარტებამსჯელობა. My town;  Preposition of place  and direction

საკვანძო შეკითხვები:  

  • როგორ გამოვიყენო ჟანრობრივი მახასიათებლების ცოდნა ტექსტების შედგენის დროს? 
  • რამდენად და როგორ მეხმარება ენობრივ-გრამატიკული ნორმების ცოდნა წერის და ლაპარაკის დროს? 

კომპლექსური დავალების პირობა: 

  • ციფრული რესურსის ,, Minecraft– ის გამოყენებით ჯგუფებში შექმენით  ,,guide map“ (სახელმძღვანელო რუკა) – 
  •  ,,ააშენეთ“ თქვენი ქალაქის ღირსშესანიშნავი და ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილები: I ჯგუფი-დადიანების სასახლე, II ჯგუფი-ბოტანიკური ბაღი, III ჯგუფი-ანაკლია.  
  • შექმნილ ,,სამყაროში“ საინფორმაციო დაფებზე წარმოადგინეთ ნასწავლი სიტყვების:Towngardenbankrestaurantstreetcinemasupermarketcar parkpavementsquarezebra crossinghospitalhotelbarcafefactoryschoolbeachcoastbridgeportpondlakemuseumbotanical gardentreeancient…….  
  • გამოყენებით კონკრეტული ადგილის შესახებ ინფორმაცია და, აგრეთვე, აღნიშნეთ მოძრაობის  მიმართულებები ადგილისა და მიმართულების წინდებულების:  Prepositions of place and movement  in the middleto the right,  to the leftbetweenalongacrossat the corner გამოყენებით (უცხოელ ტურისტთვის სასურველი ადგილისკენ გზის გასაგნებად).  
  • წარმოადგინეთ და გაასიტყვეთ ნაშრომი, როგორც ვირტუალურმა გიდებმა. 

ნაშრომის შექმნისას: 

  • ნათლად წარმოაჩინეთ თქვენი ქალაქის კონკრეტული ადგილები, რომლებიც ტურისტებისთვისაა მიმზიდველი. 
  • გაითვალისწინეთ საინფორმაციო ტექსტის შედგენისას მისი მახასიათებლები: რა თემაზე ადგენთ საინფორმაციო ტექსტს, რა მიზნით ადგენთ და  ვისთვის წერ; 
  • წარმოაჩინეთ ნასწავლი გრამატიკული საკითხების: ადგილისა და მიმართულების წინდებულების: in the middle, to the right,  to the left, between, along, across, at the corner ცოდნა; 
  • წარმოაჩინეთ ნასწავლი ლექსიკური ერთეულების:Town, garden, bank, restaurant, street, cinema, supermarket, car park, pavement, square, zebra crossing, hospital, hotel, bar, cafe, factory, school, beach, coast, bridge, port, pond, lake, museum, botanical garden, tree, ancient      ცოდნა. 

ნამუშევრის პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრეთ: 

  • რა სტრატეგიები გამოიყენეთ დავალების განხორციელების თითოეულ ეტაპზე სიძნელეთა გადასალახად და შეაფასეთ რამდენად ეფექტურად გამოგადგათ ისინი; 
  • იმსჯელე, რამდენად ეფექტურია თქვენი საინფორმაციო ინსტრუქციები უცხოელი ტურისტისთვის; 
  • გასიტყვებისას რამდენად სწორად/გასაგებად გადმოეცი ინფორმაცია-ინსტრუქციები;  
  • თავიდან რომ იწყებდეთ, რას და როგორ გააუმჯობესებდით? 

 

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

  • სანამ სამყაროს შექმნას დაიწყებთ, გადაინაწილეთ ჯგუფებში თქვენი მოვალეობები, თუ რისი კეთება მოგიწევთ დავალებაზე მუშაობისას,  რის შექმნასა თუ მოძიებაში მიიღებთ მონაწილეობას. 
  • დაათვალიერეთ თქვენი ქალაქის რუკა; მოიძიეთ და იხილეთ ქალაქის ღირსშესანიშნაობების დეტალური ვიდეო მასალები და იმსჯელეთ, თუ რა ადგილების გამოტანას შეძლებთ guide map-ზე. 
  • სანამ სამყაროში სივრცეებს შექმნით, ზუსტად განსაზღვრეთ, თუ სად რა ინფორმაციას გამოიტანთ, რომ ინფორმაცია და სივრცე ლოგიკურად იყოს კავშირში; 
  • თუკი მოძიებული მასალის თარგმნა გაგიჭირდათ, დახმარებისთვის მიმართეთ მასწავლებელს; 
  • სწორად გამოიყენეთ ადგილის გარემოებები, რათა ტურისტი არ დაიბნეს და ადვილად გაიკვლიოს გზა. 
  • მოსწავლეთა ნაუშევარი 

 

მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო

მალე დაემატება – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.

 

სამყაროს სურათები

ფაილი 1, ფაილი 2, ფაილი 3, ვიდეო 1, ვიდეო 2 – სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.

 

ვიდეო პრეზენტაცია

მალე დაემატება – თავად მასწავლებლის მიერ მოთხორიბილი ამბავი ამ კომპლექსური დავალების განხორციელების შესახებ.

Posted in ინგლისური ენა

მსგავსი რესურსები