პედაგოგი: თეა შეროზია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის №2 საჯარო სკოლა
საფეხური, კლასი: დაწყებითი, V კლასი
სამიზნე ცნება: ზეპირი კომუნიკაცია
შედეგები: 2, 4, 14
საკითხი: My Zoo, My favorite animal
კომპლექსური დავალების პირობა:
Minecraft-ში შექმენი ცხოველების საბინადრო გარემო შენთვის სასურველი დიზაინით. ამისთვის შეგიძლია აირჩიო მაინკრაფტში არსებული ბიომებიდან ერთ-ერთი. შემდეგ არჩეულ ბიომში შექმენი გარეული ცხოველები. შეგიძლია აირჩიო ამ ჩამონათვალში:
Jungle animals: a lion, a tiger, a monkey, a giraffe, an elephant, a hippo, a snake, a zebra, etc.
Desert animals: a camel, a lizard, a spider, etc.
Forest animals: a bear, a wolf, a fox, a deer, a squirrel, a rabbit, a frog, etc.
The Arctic and Antarctic animals: a polar bear, a seal, a penguin, etc.
თითოეულ ცხოველთან დადგი საინფორმაციო დაფა, რომელზეც განათავსებ ინფორმაციას ამ ცხოველზე. განთავსებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს პასუხებს შემდეგ კითხვებზე:
- რა ცხოველია?
- სად ბინადრობს?
- როგორია გარეგნულად?
- რითი იკვებება?
- რა განსაკუთრებული თვისება აქვს?
ასევე, ჩააყენე არასათამაშო პერსონაჟები, რომლებიც მოგვაწვდიან დამატებით ინფორმაციას და ვიდეობმულებს თითოეულ ცხოველზე.
შემდეგ გააკეთე პრეზენტაცია , ანუ ისაუბრე შენს მიერ შექმნილ გარემოზე და ამ გარემოში არსებულ ცხოველებზე.
წინადადებები ააგე შემდეგი ზმნების და კონსტრუქციების გამოყენებით:
It is…./ They are … This is …/These are…
live, eat, can/can’t
დავალება უნდა შეასრულო ჯგუფურად. ჯგუფის წევრებმა გაინაწილეთ ფუნქციები ისე, რომ თქვენს მიერ Minecraft–ში შექმნილ სამყაროში თითოეული წევრის წვლილი იყოს როგორც ცხოველების და მათი საარსებო გარემოს დიზაინში, ასევე ინფორმაციის მოძიებაში, დამუშავებასა და განთავსებაში. ამისთვის ჯგუფის ერთმა წევრმა მის მიერ შექმნილი სამყარო უნდა გაუგზავნოს მეორეს გასაგრძელებლად, მეორემ – მესამეს და ა. შ. იხ.ინსტრუქცია
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:
რომ მოემზადო ზეპირი კომუნიკაციისთვის, ჯერ გაიმეორე და თავი მოუყარე საჭირო სიტყვებს. შემდეგ გაივარჯიშე წინადადებების წარმოთქმაში It is…./ They are … This is …/These are…
live, eat, can/can’t ზმნებისა და კონსტრუქციების გამოყენებით.
პრეზენტაციაში ხაზგასმით ისაუბრე:
- შექმნილ გარემოზე
- თითოეულ ცხოველზე (უპასუხე ზემოთ ჩამოწერილ კითხვებს)
- არასათამაშო პერსონაჟებზე (ვინ არიან, რა ინფორმაცია გვაძლევენ)
რაიმე საგნის აღმნიშვნელი სიტყვის დავიწყების ან არცოდნის შემთხვევაში შეგიძლია აღწერო ნაგულისხმევი საგანი ან გამოიყენო არავერბალური კომუნიკაციის ხერხები (მიმიკა, ჟესტიკულაცია).
მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო
მალე დაემატება – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.
სამყაროს სურათები
საქაღალდე სურათებით – სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.