პედაგოგი: თემურ ჯვარშეიშვილი, ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლა
საფეხური, კლასი: დაწყებითი
სამიზნე ცნება:
შედეგები: 1, 2, 3, 4, 5, 8
საკითხი: ლექსიკა, ენობრივი კონსტრუქვიები, გრამატიკა , ტექსტის ტიპი და მისთ.
კომპლექსური დავალების პირობა:
[გუნდური სამუშაო. სამუშაო უნდა განხორციელდეს თქვენსავე მცირე ჯგუფებში.]
როგორი იქნება მომავალი მსოფლიო? როგორი ტიპის სახლები და საცხოვრებელი გარემო იქნება ათეული წლების შემდეგ?
შექმენით წარმოსახვითი ათწლეულებისშემდგომი მსოფლიო. როგორი იქნება სახლები, სკოლები, ზოოპარკები და სხვა დაწესებულებები; ასევე, მანქანები, თვითმფრინავები და ა.შ. რა გაქრება მომავალში და პირიქით, რა შეიქმნება ისეთი, რაც ახლა არ არის?
შექმენით მომავლის ადამიანების საცხოვრებელი გარემო.
სამყაროს შექმნის შემდეგ ხუთშაბათს, 11 ივნისს, 18:00 მოვაწყობთ პრეზენტაციას თიმსის ეკრანის გაზიარების (Screen Sharing) ფუნქციით და თქვენ შეძლებთ თქვენი წარმოსახვითი მომავლის სამყარო დანარჩენ სამ გუნდსაც გააცნოთ.
პრეზენტაციისას გამოიყენეთ მომავალი დროის საწარმოებელი კონსტრუქციები
- shall
- will
- shall not
- will not
- to be going to და ა.შ.
ასევე, ფრაზები
- I think (that)…
- In my opininon, …
- If you ask me…
- I don’t think (that)…
ზეპირი პრეზენტაციისას ისაუბრეთ რა გაგიჭირდათ ამ დავალების შესრულებისას? რა იყო სახალისო? რას შეცვლიდით?
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:
სახელმძღვანელოში (New Building Bridges 6, Student’s Book, Part II, გვ. 48-54) არსებული დავალებების და აქტივობების შესრულების შემდეგ, შექმენით მომავლის სამყარო Minecraft-ში.
- სამყაროს შესაქმნელად გამოიყენეთ მაინკრაფტის ინსტრუმენტები, რომლებსაც e-ღილაკზე დაჭერით გამოიძახებთ
- იმ შემთხვევაში, თუ ვერ აღმოაჩენთ ინვენტარში თქვენთვის საჭირო ნივთს, მოუხმეთ ფანტაზიას და სხვა ნივთების გამოყენებით კრეატიულად შექმენით კონკრეტული საგანი.
მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო
მალე დაემატება – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.
სამყაროს სურათები
ფაილები – სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.
ვიდეო პრეზენტაცია
მალე დაემატება – თავად მასწავლებლის მიერ მოთხორიბილი ამბავი ამ კომპლექსური დავალების განხორციელების შესახებ.