
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და კომპანია მაიკროსოფტ საქართველოს თანამშრომლობით, და კომპანია მაინდვორქსის ექსპერტული მხარდაჭერით, 2020 წლის მარტი-ივნისის განმავლობაში მიმდინარეობს სასწავლო პროცესში პროგრამა მაინკრაფტის საგანმანათლებლო ვერსიის (Minecraft Education Edition) პილოტირება ახალი სკოლის მოდელის პროგრამის 100-ზე მეტ საჯარო სკოლაში.
120-მა მასწავლებელმა საკუთარ კლასთან ონლაინ სწავლების დროს აქტიურად იმუშავა სამი კომპლექსური დავალების განსახორციელებლად, რომლებშიც მაინკრაფტი მოსწავლეთა შემოქმედების მთავარი ინსტრუმენტი იყო. 2000-მდე მოსწავლე V-X კლასებში ქმნიდნენ სამყაროებს შვიდ სხვადასხვა დისციპლინაში და ეუფლებოდნენ საგნობრივ და გამჭოლ კომპეტენციებს. მათთან ერთად პროექტში მონაწილეობას იღებდნენ კურიკულუმის და ისტ-ის ქოუჩები.
პროექტის მიმდინარეობისას დაგროვდა უამრავი სასწავლო მასალა, ჩატარდა ვებინარები და საჯარო კონფერენციები, შემუშავდა მასშტაბური დანერგვის სპეციალური მეთოდოლოგია.