პედაგოგი: თინათინ ბერიძე, გიორგი მთაწმინდელის სახელობის ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლა
საფეხური, კლასი: საბაზო, VIII კლასი
სამიზნე ცნება: მცენარეთა სამეფო
შედეგები: 1, 2, 3, 5, 6, 9, 10
საკითხი: თესლოვანი მცენარეები
კომპლექსური დავალების პირობა:
გაეცანით ინფორმაციას თესლოვან მცენარეათა ჯგუფების შესახებ.
წარმოიდგინეთ, რომ ხართ აგრონომი , შექმენით ტყის გარემო და წარმოადგინეთ შიშველთესლოვნების და ფარულთესლოვნების თავისებურებები. დეკორატიული მცენარეების მნიშვნელობა
თქვენს მიერ შექმნილ სამყაროში წარმოაჩინეთ:
- ზოგადი ინფორმაცია მცენარეთა სამეფოს შესახებ
- თესლოვანი მცენარეების კლასიფიცირება შიშველთესლოვნებად და ფარულთესლოვნებად და მათ შესახებ ინფორმაცია-დახასიათება
- თესლოვანი მცენარეების მრავალფეროვნება, ენდემური და რელიქტური სახეობები
- დეკორაციული
- განათავსეთ საინფორმაციო დაფები საჭიროებისამებრ, რომელზეც აღწერთ კომპონენტების ფუნქციებს.
- განათავსეთ არაცოცხალი პერსონაჟები, რომლებსაც დაარქმევთ სახელებს და მიანიჭებთ ფუნქციებს.
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:
- დავალებას ასრულებთ ჯგუფურად . ჯგუფის წევრები ერთმანეთთან ამყარებთ კომუნიკაციას, აჯერებთ იდეებს და საბოლოოდ იღებთ გადაწყვეტილებას და ასრულებთ დავალებას.
- მუშაობის დასრულებისასა გადაუღეთ სურათები. გამოიყენეთ კამერა და პორტფოლიო , შეინახეთ სურათები PDF ფაილად.
მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო
ჩამოტვირთეთ – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.
სამყაროს სურათები
ფაილი 1– სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.
ვიდეო პრეზენტაცია
მალე დაემატება – თავად მასწავლებლის მიერ მოთხრობილი ამბავი ამ კომპლექსური დავალების განხორციელების შესახებ.