პედაგოგი: თინათინ ბერიძე, გიორგი მთაწმინდელის სახელობის ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლა
საფეხური, კლასი: საბაზო, IX კლასი
სამიზნე ცნება: გენეტიკა
შედეგები: 1, 2, 3, 5, 9
საკითხი: მონოჰიბრიდული შეჯვარება
კომპლექსური დავალების პირობა:
გაეცანით ინფორმაციას მონოჰიბრიდული შეჯვარების შესახებ თუ როგორ განისაზღვრება ნიშან-თვისება წყვილი გენით (დომინანტური,
რეცესიული);
თქვენს მიერ შექმნილ სამყაროში წარმოაჩინეთ:
ზოგადი ინფორმაცია მონოჰიბრიდული შეჯვარების შესახებ;
განათავსეთ საინფორმაციო დაფები საჭიროებისამებრ, რომელზეც აღწერთ გენეტიკურ ამოცანების პირობას.
ამოცანის ამონახსნი გახადეთ თვალსაჩინო თქვენთვის სასურველი ფორმით;
განათავსეთ არაცოცხალი პერსონაჟები, რომლებსაც დაარქმევთ სახელებს და მიანიჭებთ ფუნქციებს.
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:
დავალებას ასრულებთ ჯგუფურად. ჯგუფის წევრები ერთმანეთთან ამყარებთ კომუნიკაციას, აჯერებთ იდეებს და საბოლოოდ იღებთ გადაწყვეტილებას და ასრულებთ დავალებას.
მუშაობის დასრულებისასა გადაუღეთ სურათები. გამოიყენეთ კამერა და პორტფოლიო , შეინახეთ სურათები PDF ფაილად.
მაინკრაფტის სანიმუშო სამყარო
ჩამოტვირთეთ – ეს სამყარო დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, რა ტიპის საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა.
სამყაროს სურათები
ფაილი 1 – სამყაროს სურათები მაინკრაფტის გაუხსნელად დაგანახებთ, როგორ გამოიყურება იგი.
ვიდეო პრეზენტაცია
მალე დაემატება – თავად მასწავლებლის მიერ მოთხრობილი ამბავი ამ კომპლექსური დავალების განხორციელების შესახებ.